სსიპ
ქალაქ თბილისის №29 საჯარო სკოლის სახელმწიფო
ენის კათედრის სხდომის
ოქმი
№4
ქ.
თბილისი 29 დეკემბერი 2022 წ.
სხდომის
დაწყების დრო: 14:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ კათედრის წევრები:
1.ქეთევან მუხიგული,
2.ნინო იაშვილი,
3.ირმა ნიჟარაძე,
4.მაია გელაშვილი,
5.ირმა ჩარტია,
6.თამარ ღვინიანიძე,
7.ელისო ხარჩილავა,
8.ირმა შავლაძე,
9.ნინო პაპიძე,
10.ანა პაპუაშვილი.
სხდომას
საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:0
სხდომა გახსნა
კათედრის თავმჯდომარემ. მან დამსწრე
საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და მიმართა, ხომ არ სურდათ
დღის წესრიგში რაიმე საკითხის დამატება.
დღის
წესრიგი:
1.
პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი;
2.
I სემესტრის შედეგების განხილვა, მათ შორის მოსწავლეთა
აკადემიური შედეგების განხილვა;
3.
დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი
მუშაობის დაგეგმვა.
კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის
დამტკიცების შესახებ:
მომხრე -10
მოწინააღმდეგე -0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
საკითხი N1. პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
მომხსენებელი:
კათედრის თავმჯდომარე ირმა ნიჟარაძე
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო
დღის წესრიგით წარმოდგენილი პირველი საკითხი. ირმა ნიჟარაძემ დამსწრე საზოგადოებას
კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ,,ეროვნული სასწავლო გეგმის’’ 32-ე მუხლის მე-12
პუნქტის თანახმად, თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს მის
მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ
დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი,
შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის
შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც
შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის
მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული
შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა, ხოლო მე-20 მუხლის მე-2
პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა შემაჯამებელი
დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და
გაცდენების ანალიზი.
კათედრის
სხდომაზე დეტალურად განიხილეს კათედრის წევრების მიერ ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი. VI-X კლასებში მათ შორის, წარმოდგენილ იქნა თემების მიხედვით განსაზღვრული შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებების
ანალიზი, რომლებიც მოიცავს შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებებს, რომლის შესრულება მოითხოვს ფუნქციურ კონტექსტებში სხვადასხვა ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას.
აზრი
გამოთქვა: კათედრის წევრმა მაია გელაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია,
კათედრის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი მოსაზრებები მათ მიერ ჩატარებულ
შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებებთან დაკავშირებით. მასწავლებლებმა ერთმანეთს უნდა
გააცნონ პრაქტიკაში წამოჭრილი სირთულეები და ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაგეგმონ
სირთულეებთან გამკლავების გზები.
ირმა
ნიჟარაძემ კათედრის წევრებს მოახსენა, რომ სკოლაში უკვე წარმატებით ინერგება
შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებების შესრულება ახალი სკოლის მოდელის მიხედვით.
ამასთან, სკოლაში უკვე ხდება შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებით SOLO ტაქსონომიის
პრიციპებზე დაფუძნებული განმავითარებელი შეფასების სისტემის დანერგვის მცდელობები.
სხდომაზე დეტალურად განიხილეს
შემაჯამებელ-კომპლექსური დავალებები, რომლებიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
სამიზნე ცნებების და მკვიდრი წარმოდგენების შესწავლას.
კათედრის თავმჯდომარემ განაცხადა,
რომ მასწავლებლების ნაწილს შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებებში აქტივობები ისე
აქვს გაწერილი, რომ მოსწავლემ შეძლოს თავისი
შესაძლებლობების გამოვლენა და ნასწავლი მასალის ერთმანეთთან
დაკავშირება
გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების
შესაბამისად. შემაჯამებელ-კომპლექსური ტიპის
დავალებებში გამოიყენება ესე, პროექტი, პრეზენტაცია და სხვა ტიპის დავალებები
გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.
განხილვის შედეგად გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები
ძირითადად კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ
ჩატარებას. თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ
კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და
საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და
ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა, შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და
შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება.
სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ მასწავლებლებმა, რომლებმაც
გამოიყენეს მხოლოდ დახურული ტიპის დავალებები, უფრო დაბალ შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ
მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს
შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები (პრეზენტაცია, რეფერატი და
ა.შ)
საგულისხმოა,
რომ სამწუხაროდ, მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის
შემაჯამებელი დავალების შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი დავალების
შედეგი (ზოგჯერ მოსწავლე მთელი კვირის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმშია). აღნიშნული
გარემოება პრობლემაას წარმოადგენს, რამდენადაც თუ შემაჯამებელი დავალების
შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება, მოსწავლე ინტერესს
კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ.
ზემოთ
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველი იქნება მასწავლებლებმა იმუშაონ აღნიშნულ
საკითხზე, თითოეული მოსწავლის ნაშრომები შეაგროვონ საქაღალდეში, გააკეთონ
კომენტარები და შენიშვნები მოსწავლეთა შეფასებებზე, ასახონ როგორც თითოეული
მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ
მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით,
იმსჯელონ მთელი კლასის მიღწევებსა და
საჭიროებებზე.
კათედრის
სხდომაზე მასწავლებლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო დახვეწავენ შემაჯამებელ-კომპლექსური
ტიპის დავალებების შემუშავების პრაქტიკას და ამ კუთხით თავდაუზოგადავ იმუშავებენ. შედეგების
გასაუმჯობესებლად გამოიყენებენ სხვადასხვა გზას და შექმნიან დავალებებს, რომლებიც
იქნება ორიენტირებული მოსწავლის წინსვლასა და პროგრესზე.
მასწავლებლებმა,
საბოლოო ჯამში, დადებითად შეაფასეს პირველ სემესტრში სახელმწიფო ენის კათედრის
მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი
საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 10
მოწინააღმდეგე- 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად
იქნას მიღებული ინფორმაცია 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის
განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
საკითხი N2. I სემესტრის შედეგების განხილვა, მათ შორის მოსწავლეთა
აკადემიური შედეგების განხილვა
მომხსენებელი:
კათედრის თავმჯდომარე ირმა ნიჟარაძე
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას
მოახსენა, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან, სასწავლო პროცესი ყველა კლასში განახლდა
სასკოლო გარემოში. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამ შესაძლებელი
გახადა მოსწავლეების აქტივობა გაზრდილიყო და ისინი აქტიურად ჩაერთნენ სასკოლო და
კლასგარეშე აქტივობებში.
ირმა ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ სკოლის სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლის
წარმატებასა და პროგრესზე, კერძოდ, სკოლის დირექცია
და მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ ხელი შეუწყონ მოსწავლეების შიდა/გარე კონკურსებში,
შეჯიბრებებში, ოლიმპიადებში მონაწილეობას. მოსწავლეები დარეგისტრირდნენ ეროვნულ თუ კერძო ოლიმპიადებზე,
რომლებშიც წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებს
საშუალება ჰქონდათ სახლიდან მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნულ ოლიმპიადებში, თუმცა
სკოლა ეხმარებოდა მოსწავლეებს აღნიშნული პროცესში და ადმინისტრირება გაუწია
მოსწავლეთა ნაწილის ოლიმპიადებში მონაწილეობის პროცესს.
ირმა
ნიჟარაძის თქმით, ეროვნული სასწავლო
ოლიმპიადის მე-2 ტურში გადავიდნენ სსიპ 29-ე
საჯარო სკოლის მე-91 კლასის მოსწავლეები: მარიამ ლემონჯავა და
მარიამ შატბერაშვილი და მე-112 კლასის მოსწავლეები: თამარ გიორგაძე,
ლიზა ბაღათურია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი მოსწავლეები
უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ, რაშიც სკოლა მუდამ ხელს შეიწყობს.
აზრი
გამოთქვა: ნინო იაშვილმა
განაცხადა, რომ კათედრის ძალისხმევით სკოლაში დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა
სახის პროექტი და ღონისძიება: კინოჩვენებები: მე-8 კლასში
,,ნატვრის ხე”, ,,ფესვები”; მე-7 კლასში: ,,7პატარა ნოველა პირველ სიყვარულზე”;
მე-5 კლასში: ,,უძველესი ქართული ხელნაწერები”, სტუმრობა ხელოვნების მუზეუმში: მოისმინეს
ლექცია თემაზე: ,,დამწერლობის განვითარების საფეხურები ქართულ ენაში”;, მე-3 კლასში: პროექტი (ჩვენება) - ქართული ხალხური
ზღაპრის მულტიპლიკაცია: ,,წიქარა”, კომბლე” (2 სხვადასხვა
ვერსია); მე-11
კლ. ექსკურსია ნ.ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში; ძველ თბილისში შუშანიკისა და აბო
თბილელის საფლავებზე;
აზრი გამოთქვა: ქეთევან მუხიგულმა განაცხადა, რომ მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრება მიმდინარე სემესტრში გაუმჯობესდა, რაც სკოლის მასწავლებლების
ძალისხმევს პოზიტიური შედეგია. სკოლაში
მეორე სემესტრში იგეგმება დიაგნოსტიკური წერების ჩატარება, რომლის მიზანია ცოდნის
დონის დადგენა, პრობლემის აღმოჩენა და გაუმჯობესების გზების დასახვა.
დიაგნოსტიკური წერის შედეგები სემესტრულ ან წლიურ ნიშანზე გავლენას არ იქონიებს.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი
საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე -10
მოწინააღმდეგე- 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად
იქნას მიღებული 2022-2023 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში
განხორციელებული აქტივობებისა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასების
შესახებ მოსმენილი ინფორმაცია.
საკითხი
N3. დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი
მუშაობის დაგეგმვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე ირმა ნიჟარაძე
მოისმინეს: ირმა ნიჟარაძის მოხსენება მოსწავლეების დაბალ აკადემიურ
მოსწრებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ პირველი
სემესტრის აკადემიური შედეგების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა გარკვეულ
ნაწილს აქვს დაბალი აკადემიური შედეგები და ესაჭიროება დამატებითი მუშაობა.
შესაბამისად, სკოლის ორგანიზებით უნდა დაიგეგმოს დამატებითი მეცადინეობები
სწავლაში არსებული სირთულეების გადასალახად.
დაბალი აკადემიური მოსწრების არსებობა განპირობებულია
სხვადასხვა ფაქტორით. სკოლის მიზანია მოახდინოს აღნიშნული ფაქტორების იდენტიფიცირება
და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა. აღნიშნული კუთხით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
მოტივაციის გაზრდას და განმავითარებელ შეფასებას, რომლის დროსაც ხდება სწავლების პროცესში არსებული სირთულეების იდენტიფიცირების შედეგად მოსწავლეთა დახმარების სტრატეგიის შემუშავება და
პროგრესის შეფასება.
აზრი გამოთქვა თამარ ღვინიანიძემ. მისი განცხადებით
სწავლაში არსებული სირთულეების იდენტიფიცირების შედეგად, დაბალი აკადემიური მოსწრების
მქონე მოსწავლეთათვის სკოლამ უნდა განსაზღვროს დამატებითი აქტივობები შედეგების გასაუმჯობესებლად.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი
საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე -10
მოწინააღმდეგე- 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
მასწავლებლების მიერ შემუშავდეს მე-2 სემესტრის
განმავლობაში დაბალი აკადემიური მოსწრების
მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობის განხორციელების გეგმა და წარედგინოს კათედრას.
დღის
წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 15:00 სთ
კათედრის
თავმჯდომარე: ირმა ნიჟარაძე.
მდივანი:
ანა პაპუაშვილი.
სსიპ №29 საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრის
სხდომის
სხდომის ოქმი N4
ქ. თბილის 20
ივნისი წელი
სხდომის დაწყების
დრო: 2:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
თავმჯდომარე: მაია გელაშვილი
მდივანი: ფატმან ერისთავი
კათედრის
წევრები:
N
|
სახელი, გვარი
|
საგნის
დასახელება
|
1
|
ქეთევან მუხიგული
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
2
|
ცისანა გაბელაია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
3
|
ნინო იაშვილი
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
4
|
ლილი შანშიაშვილი,
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
5
|
რუსუდან გვიჩია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
6
|
ირმა
ნიჟარაძე
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
7
|
ელისო
ხარჩილავა
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
8
|
ირმა შავლაძე
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
9
|
დოდო
გაბუნია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
სხდომას აგრეთვე
ესწრებოდა დირექტორის მოადგილე: ლელა ხარატიშვილი
დღის წესრიგი:
1.
მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა;
2.
2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
კენჭი ეყარა
წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე 11
წინააღმდეგი - 0
საკითხი N1. მეორე სემესტრის
შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა აკადემიური შედეგების განხილვა
მომხსენებელი: სსიპ №29 საჯარო სკოლის სახელმწიფო კათედრის თავმჯდომარე: __მაია
გელაშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა _მაია გელაშვილის დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია
მოსწავლეთა მეორე სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. მან საგნების მიხედვით განიხილა
თითოეული კლასის მოსწავლეთა მეორე სემესტრის შეფასებები და აღნიშნა, რომ შეიმჩნევა
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება, რაც მასწავლებლების ეფექტური
საქმიანობის შედეგია. მან იმედი გამოთქვა, რომ მასწავლებლები მომავალ სასწავლო
წელსაც განაგრძობენ აქტიურ მუშაობას.
მაია გელაშვილმა
დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ წარმატებით განხორციელდა II სემესტრში
დაგეგმილი ღონისძიებები, კლასგარეშე აქტივობები და პროექტები, რომელშიც სსიპ №29 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ
ჩართულნი. კერძოდ,
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან გვიჩიამ IX კლასთან განახორციელა პროექტი “წიგნიერება“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები სკოლის ადმინისტრაციისა და მოწვეული სტუმრების წინაშე.
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან მუხიგულმა
IX კლასთან განახორციელა პროექტი „ხეზე გაკრული ლექსები - 9 აპრილი“. მოსწავლეებმა
წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები სკოლის ადმინისტრაციისა და მოწვეული სტუმრების წინაშე.
- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია გელაშვილმა V კლასთან განახორციელა პროექტი “14 აპრილი -
დედაენის დღე“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, წარმოადგინეს
პრეზენტაციები, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები. გამოიყენეს ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მოამზადეს სლაიდები.
- ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია გელაშვილმა V კლასთან განახორციელა
პროექტი “გვახსოვდეს 9 აპრილი“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, წარმოადგინეს
პრეზენტაციები, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები. გამოიყენეს ინფორმაციულ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მოამზადეს სლაიდები.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელმა - ირმა ნიჟარაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ცისანა
გაბელაიამ, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მოსწავლეები აქტიურად და ინტერესით იღებენ
მონაწილეობას მსგავს პროექტებში. მეორე სემესტრში განხორციელებულ პროექტებში
მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. ქალბატონმა ცისანა გაბელაიამ ისაუბრა
იმ დადებით გავლენაზე, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს აქვს მოსწავლეთა მოსწრებაზე.
მასწავლებლებმა დადებითად შეაფასეს მეორე სემესტრში
სახელმწიფო კათედრის მიერ გაწეული მუშაობა და მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.
კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე
საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 11
წინააღმდეგი -0
კენჭისყრის შედეგად
კათედრამ დაადგინა: ცნობად იქნას მიღებული მეორე სემესტრის შეჯამება, მათ შორის მოსწავლეთა
აკადემიური შედეგები.
საკითხი N2. 2018-2019
სასწავლო წლის II სემესტრის
განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
მომხსენებელი: სსიპ
№ 29 საჯარო სკოლის სახელმწიფო კათედრის თავმჯდომარე მაია გელაშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა მაია
გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის 40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული
სასწავლო გეგმის’’ 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თითოეული მასწავლებელი ვალდებულია, კათედრას წარუდგინოს
მის მიერ კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი
დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების
რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების
ამსახველი ვიზუალური მასალა ხოლო მე-20 მუხლის
მე-2 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა შემაჯამებელი
დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და
გაცდენების ანალიზი.
სახელმწიფო ენის კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში
კლასების მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი
დავალებები. თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ
ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
კათედრის სხდომაზე ასევე გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ძირითადად კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებას. თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა და მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი დავალებების ანალიზის სქემების შემუშავება.
,,ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად’’, ,,სტანდარტის მოთხოვნათა
შესასრულელად, რეკომენდირებულია მრავალფეროვანი შემაჯამებელი
დავალების გამოყენება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ
მაინც, ადგილი აქვს შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის (ტესტური დავალებები) გამოყენებას, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის ცოდნას.
სკოლაში ასევე,
პრობლემაა ის, რომ ზოგიერთ მასწავლებელს ბოლომდე არ ესმის შემაჯამებელი დავალების
მნიშვნელობა. მოსწავლემ ზოგჯერ ზუსტად არ იცის შემაჯამებელი დავალების ფორმატი,
შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარების დრო (ზოგჯერ მთელი
კვირა მოლოდინის რეჟიმშია). მაშინ, როდესაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი მიზანი
არის დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი
და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები. თუ შემაჯამებელი დავალების
შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება უკუკავშირის გაკეთება, ბავშვი ინტერესს
კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე,
შესაძლებელია მოსწავლემ ზოგადად ინტერესი დაკარგოს სწავლის მიმართ.
ზემო
აღნიშნულიდან გამომდინარე სასურველი იქნება მასწავლებლებმა უფრო აქტიურად და
ინტენსიურად იმუშაონ შემაჯამებელ დავალებებზე. მაგალითად, მოსწავლეთა ინტერესების
შესაბამისად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის
შემაჯამებებლი დავალებები, თითოეული
მოსწავლის ნაშრომები მასწავლებელმა დროულად შესწოროს და თითოეულ მოსწავლეს
განმარტებები მისცეს დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით. შეადგინოს თითოეული
მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ
მოსწავლეს დამატებითი მეცადინეობების ჩატარება, სხვადასხვა უნარების გაუმჯობესება,
ცოდნის გაღრმავება და ა.შ), ასევე, ყველა მოსწავლის შედეგების ანალიზზე
დაყრდნობით, იმსჯელოს მთელი კლასის
მიღწევებსა და საჭიროებებზე.
აღნიშნულ საკითხზე
აზრი გამოთქვა: ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელმა - -რუსუდან გვიჩიამ. მან აღნიშნა, რომ მოსწავლეებისა და
თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის მიზანშეწონილი იქნება, მასწავლებლებმა გამოიყენონ შეფასებების
რაოდენობრივი ანალიზი (დიაგრამები), დააკვირდნენ ნიშნებს სემესტრების მიხედვით,
შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან სკოლის საშუალო შედეგებს.
მოსწავლის საბოლოო შედეგების ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას
შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ზოგად ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და
საგნებში. გაანალიზოს არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს
სხვადასხვა აქტივობები.
კათედრის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ წარმოდგენილი საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე 11
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნას მიღებული სსიპ № 29 საჯარო სკოლის მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი
შემაჯამებელი დავალების ანალიზი.
დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად გამოცხადდა.
სხდომის
დასრულების დრო 16:00 სთ
სხდომის
თავმჯდომარე: -მაია გელაშვილი.
სხდომის მდივანი:
ფატმან ერისთავი.
სსიპ №29 საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრის
სხდომის
სხდომის ოქმი N3
ქ. თბილის 20/04/2019
სხდომის დაწყების
დრო: 2:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
თავმჯდომარე: მაია გელაშვილი
მდივანი: ფატმან ერისთავი
კათედრის
წევრები:
N
|
სახელი, გვარი
|
საგნის
დასახელება
|
1
|
ქეთევან მუხიგული
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
2
|
ცისანა გაბელაია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
3
|
ნინო იაშვილი
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
4
|
ლილი შანშიაშვილი,
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
5
|
რუსუდან გვიჩია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
6
|
ირმა
ნიჟარაძე
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
7
|
ელისო
ხარჩილავა
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
8
|
ირმა შავლაძე
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
9
|
დოდო
გაბუნია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
სხდომას აგრეთვე
ესწრებოდა: დირექტორის მოადგილე -ლელა ხარატიშვილი
სხდომა გახსნა
კათედრის თავმჯდომარემ მაია გელაშვილი, რომელმაც დამსწრე
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ 2019 წლის 11 აპრილს ცვლილება
შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან
დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით კათედრის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
დღის წესრიგი:
Ø კათედრის წევრთა
შორის ურთიერთდასწრების განხილვა.
სხდომა გახსნა
კათედრის თავმჯდომარემ მაია გელაშვილმა დამსწრე
საზოგადოებას მიმართა მათ ხომ არ სურდათ რაიმე საკითხის დამატება და მოუწოდა კენჭი ეყარათ
დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ წინადადებისთვის.
მომხრე - 11
წინააღმდეგი - 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით:
საკითხი N1. კათედრის წევრთა შორის
ურთიერთდასწრების განხილვა
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაია გელაშვილი
მოისმინეს: თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო
გეგმის“ მე-20 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, კათედრის
ფუნქციაა: ,,კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატების
წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება“, ,,ზრუნვა
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის“. მისი მოსაზრებით, ურთიერთდასწრება პედაგოგებს
საშუალებას აძლევს გამოავლინონ აქტუალური პრობლემები, შეიმუშაონ გადაჭრის გზები და
მიიღონ მეტი გამოცდილება. ყოველივე ეს ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.
მიმდინარე სასწავლო
წელს აქტიურად მიმდინარეობდა სასწავლო პროცესის მონიტორინგი, გაკვეთილებზე
დასწრება, საგანმანათლებლო
პროცესის დიაგნოსტირება და სწავლების ხარისხის შეფასება.
მონიტორინგის ანალიზი დამუშავდა
და კონფინდენციალურად განხილულ იქნა ცალკეულ პედაგოგთან. შეფასების ზოგადი
დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განხილულ იქნა პედაგოგთა და ადმინისტრაციის
შეხვედრებზე, დაისახა პრობლემის გადაჭრის გზები. საბოლოოდ,
მასწავლებელთა გაკვეთილებზე დასწრების შედეგად გაკეთდა SWOT-ანალიზი. გაკვეთილებზე დასწრების SWOT ანალიზის შედეგად გამოიკეთა:
ძლიერი მხარე
|
გაუმჯობესების გზები
|
Ø
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობა;
Ø
კლასის მართვა;
Ø
საგნის ცოდნა
(საგნობრივი კომპეტენცია);
Ø
მოსწავლეებთან
კომუნიკაცია;
Ø
მოსწავლეთა
ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში;
Ø
საკუთარ
პრაქტიკაში ახალი/თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების სურვილი;
|
Ø
მასწავლებელმა
გაკვეთილი უნდა ააგოს აზროვნების დონეების განმავითარებელი კითხვებით;
Ø
მასწავლებელი
უნდა ეცადოს დანერგოს საკუთარ პრაქტიკაში ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები
(საჭიროებს ტრენინგებს);
Ø
მასწავლებელი
უფრო ღრმად გაეცნოს საგნობრივ სტანდარტს და სტანდარტში მითითებული შედეგების
ინდიკატორების დახმარებით დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი;
Ø
მასწავლებელმა
აქტიურად უნდა გამოიყენოს სხვადსხვა სასწავლო რესურსები, თვალსაჩინოებები;
|
სუსტი მხარე
|
საფრთხეები
|
Ø
სასწავლო რესურსის გამოუყენებლობა ან არაეფექტური გამოყენება.
Ø
თანამედროვე
სწავლების სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიის მეტ-ნაკლები ცოდნა
Ø
ყველა პედაგოგს
ბოლომდე არ აქვს გათავისებული ახალი მიდგომების არსი (ხშირად გაკვეთილებზე
დომინირებდა დახურული კითხვები);
Ø
პედაგოგების
ნაწილს გაკვეთილის აგების პრინციპი ბოლომდე არ აქვს გათავისებული;
Ø
რამდენიმე
პედაგოგი არ იცნობს სტანდარტს, ვერ იყენებს მას სწავლება/სწავლის პროცესში;
Ø
შეფასების
სისტემის გაუმჭვირვალობა.
|
Ø
მხოლოდ საგნის
ცოდნა საკმარისი არ არის, სასურველია სწავლების მეთოდების გამრავალფეროვნება,
მათი მორგება მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე;
Ø
სწავლება/სწავლის
პროცესისადმი შემოქმედებითი მიდგომის დროს მასწავლებელმა არ გადააჭარბოს
სტანდარტის მოთხოვნებს;
Ø
კონკრეტული
აქტივობები მჭიდრო კავშირში უნდა იყოს საგაკვეთილო თემის შინაარსთან;
|
სასწავლო პროცესის მონიტორინგი და
გაკვეთილებზე დასწრება მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებას.
კათედრის სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული
კათედრის წევრთა ურთიერთდასწრების შედეგად მიღებული განხილვა-შეფასებები, ასევე
დაიგეგმა გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრისა და აღმოფხვრისათვის განსახორციელებელი
ღონისძიებები.
კათედრის
თავმჯდომარის აზრით, სასურველია მასწავლებლებს ჩაუტარდეთ ტრენინგები თანამედროვე სწავლების სტრატეგიებისა და
მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, უფრო აქტიურად მოხდეს
დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტურად გამოყენება, რიგ შემთხვევებში უმჯობესი იქნება გაკვეთილებზე
გამოყენებული იყოს თვალსაჩინოებები, ასევე
შეფასების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, უმჯობესი იქნება მოსწავლეებმა
წინასწარ იცოდნენ შეფასების რუბრიკა.
აზრი გამოთქვა: ნინო იაშვილმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა ხშირი
ურთიერთდასწრება პედაგოგებს დაეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებასა და უკეთესი
შედეგის მიღწევაში.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე 11
წინააღმდეგი-0
დაადგინეს: ცნობად
იქნას მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, კათედრის
წევრთა შორის ურთიერთდასწრებასთან დაკავშირებით.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის
დასრულების დრო:3:00
კათედრის
თავმჯდომარე: მ. გელაშვილი
მდივანი: ფ.ერისთავი
სსიპ №29 საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრის
სხდომის
სხდომის ოქმი N2
ქ. თბილის 28 დეკემბერი 2018 წელი
სხდომის დაწყების
დრო: 2:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
თავმჯდომარე: მაია გელაშვილი
მდივანი: ფატმან ერისთავი
კათედრის
წევრები:
N
|
სახელი, გვარი
|
საგნის
დასახელება
|
1
|
ქეთევან მუხიგული
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
2
|
ცისანა გაბელაია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
3
|
ნინო იაშვილი
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
4
|
ლილი შანშიაშვილი,
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
5
|
რუსუდან გვიჩია
|
ქართული
ენა და ლიტერატუ
რა |
6
|
ირმა
ნიჟარაძე
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
7
|
ელისო
ხარჩილავა
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
8
|
ირმა შავლაძე
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
9
|
დოდო
გაბუნია
|
ქართული
ენა და ლიტერატურა
|
დღის წესრიგი:
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ტრენინგებში მონაწილეობის დაგეგმვა;
2.
პირველი სემესტრის შედეგების
განხილვა/ანგარიში;
3.
პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
კენჭი ეყარა
წარმოდგენილ დღის წესრიგს:
მომხრე 11
წინააღმდეგი - 0
საკითხი №1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში
მონაწილეობის დაგეგმვა
მომხსენებელი: კათედრის
თავმჯდომარე - მაია გელაშვილი.
მოისმინეს: კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას
შეახსენა, რომ მასწავლებელთა პროფესიული ზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც
მთლიანად სკოლის განვითარებისათვის, ისე თითოეული ჩატარებული გაკვეთილის
პროდუქტიულობის ასამაღლებლად და მოსწავლეთა მიღწევების გასაზრდელად.
თითოეულ მასწავლებელს შესაძლებლობა
აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით
დაესწროს სხვადასხვა უფასო ტრენინგებს. ტრენინგები ტარდება სხვადასხვა აქტუალურ
თემაზე, მაგ: მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომებზე, გაკვეთილის
დაგეგმვაზე, სასწავლო რესურსის მნიშვნელობაზე სწავლება-სწავლის პროცესში, შეფასების
პრინციპებზე და ა.შ. აღნიშნულ ტერნინგებზე მასწავლებელებს მიეცემათ რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ საგაკვეთილო
პროცესის დაგეგვისას და წარმართვისას. აღსანიშნავია,
რომ აღნიშნული ტერნინგები მასწავლებელებს ჩაეთვლებათ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების სქემის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ აქტივობად და მიიღებენ შესაბამის
კრედიტქულებს.
კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე
საზოგადოებას მოუწოდა დარეგისტრირებულიყვნენ ტრენინგებზე და პროფესიული ან/და
საგნობრივი კომპეტენციის ამაღლებისათვის, მათი საჭიროების შესაბამისად გაევლოთ
ტრენინგები.
აზრი
გამოთქვა: ირმა ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ კათედრის წევრები მზად არიან კვალიფიკაციის
ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს.
სხდომის
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე- 11
წინააღმდეგი- 0
დაადგინეს: ცნობად იქნას მიღებული
წარმოდგენილი ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგებში
მონაწილეობის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
საკითხი N2. პირველი სემესტრის
შედეგების განხილვა/ანგარიში
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - მაია გელაშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა მაია გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია
მოსწავლეთა პირველი სემესტრის აკადემიური მოსწრების შესახებ. დეტალურად ისაუბრა
კლასების მიხედვით მოსწავლეთა შეფასებებზე, მისი თქმით 2018-2019 სასწავლო წლის
პირველ სემესტრში გამოიკვეთა საკმაოდ მაღალი
შედეგები, რაც მუთითებს მასწავლებლების მუშაობის მაღალი ხარისხზე.
სსიპ №29 საჯარო
სკოლის პრიორიტეტია მნიშვნელოვნად გაიზარდოს სხვადასხვა პროექტებში მოსწავლეთა
ჩართულობისა და აქტივობების ხვედრითი წილი. რამდენადაც, პირველ სემესტრში
განხორციელებულ პროექტებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა დადებითად
აისახა მათ აკადემიურ შედეგებზეც. სასურველი
იქნება II სემესტრიდან დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები, პროექტები, სადაც
აქტიურად ჩაერთვებიან სსიპ №29 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
მისი თქმით, მოსწავლეების ოლიმპიადებსა და
პროექტებში მონაწილეობა ზრდის მათ მოტივაციას, წარმატებით დაძლიონ ეროვნული
სასწავლო გეგმით გათვალისწირებული სავალდებულო და არჩევითი საგნები.
გარდა ამისა, მაია გელაშვილმა აღინიშნა, რომ მოსწავლეთათვის
საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად აუცილებელია აქტივობების მინიმალური რაოდენობის
შესრულება თითოეული საგნისათვის. მათ შორის, პრეზენტაციების, პროექტების,
ინტეგრირებული გაკვეთილებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება.
2018-2019
სასწავლო წლის პირველი სემესტრი აქტიური
იყო შიდა სასკოლო ღონისძიებების განხორციელების თვალსაზრისითაც. მე-5 -
მე-12 კლასებში სხვადასხვა საგნებში ჩატარდა პრეზენტაციები, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს
სხვადასხვა თემები და კომპიუტრეტული პროგრამები. შედეგად მოსწავლეებმა
გაიუმჯობესეს აუდიტორიასთან ურთიერთობის, მოცულობითი თემის დამუშვებისა და
კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარები.
ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან მუხიგულმა
X 2 და X3 კლასებში ჩაატარა ღონისძიება,რომლის ფარგლებშიც
მოსწავლეები წაიყვანა ხელოვნების მუზეუმში და ინფორმაციის მიღების მიზნით დაათვალიერებინა
მუზეუმი.
ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგმა ქეთევან მუხიგულმა
VIII1 კლასში ჩაატარა
პროექტი:“ილია ჭავჭავაძე“ ,წაიყვანა მოსწავლეები დედაენის ბაღში,სადაც
აღსაზრდელებმა წარმოადგინეს ილიას შესახებ მომზადებული პრეზენტაციები.
ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგმა ცისანა გაბელაიამ
VI2 კლასში ჩაატარა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს
დაათვალიერებინა წინანდლის, იყალთოსა და ალავერდის ღირსშესანიშანობები.
შთაბეჭდილებების შეჯამების მიზნით, დააწერინა მცირე ზომის ესე.
ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგმა ცისანა გაბელაიამ
X1კლასში განახორციელა პროექტი „ ექვთიმე თაყაიშვილი“. მოსწავლეებმა იმუშავეს
ჯგუფურად და წარმოადგინეს პრეზენტაციები ტექნოლოგიების გამოყენებით.
ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგმა რუსუდან გვიჩიამ
IX1 კლასში ჩაატარა კონფერენცია „ლიტერატურა და ხელევნება“ ,
მოსწავლეებმა ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ორი საგნის ინტეგრაციით წარმოადგინეს
პრეზენტაციები.
ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგმა რუსუდან გვიჩიამ
რუსთაველის თეატრში მოსწავლეებს აჩვენა სპექტაკლი „ევრიპიდე“. შთაბეჭდილებების გაზიარების
მიზნით, მოსწავლეებმა დაწერეს ესე „ ევრიპიდე თანამედროვე სცენაზე, რეჟისორის ჩანაფიქრი“.
V1 და V2
კლაში ქართული ენის მასწავლებელმა მაია
გელაშვილმა ჩაატარა ღონისძიება
„შემოდგომა თბილისში“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, თუ როგორ ხასიათდება
შემოდგომა სახვადასხვა კუთხეში და წარმოადგინეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ქართველი
პოეტების ლექსები. გამოიყენეს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და
მოამზადეს სლაიდები.
ამავე კლასებში
განხორციელდა ქართული ენისა და
ლიტერატურის ასოციაციის მიერ ინიცირებული პროექტი :„ რევაზ ინანიშვილის ნოველები”
.
პროექტის მიზნები
და ამოცანები:
გამჭოლი
კომპეტენციების
განვითარება,ლექსიკური მარაგის განვითარება ;
მართლწერისა
და მართლმეტყველების განვითარება;
შემოქმედებითი ; მსჯელობა-დასაბუთების
;კომუნიკაციისა და თანამშრომლობის;
მოსწავლის ლიტერატურისადმი ინტერესის
სტიმულირება .
მოსწავლეთა ზოგადი განათლების, თვალსაწიერის
გაფართოება.
მოსწავლეები გაეცვნენ
ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიას, წაიკითხეს მისი ნოველები გაიაზრეს, დაასურათეს, გააცოცხლეს
პერსონაჟები ტექნოლოგიების გამოყენებით, დაახასიათეს დადებითი და უარყოფით
გმირები, შექმნეს ანიმაციური ფილმი, გაახმოვანეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები.
მე-123 კლასში
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია
გელაშვილმა განახორციელა პროექტი „ცისფერყანწელები“. მოსწავლეებმა შეისწავლეს
ეპოქა, 13 სიმბოლისტისა და მათი წინამძღოლის, გრ. რობაქიძის, ბიოგრაფიული
მონაცემები, შემოქმედება. წამოადგინეს პრეზენტაციები(powerpoint.sway) და ესეები.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ელისო ხარჩილავამ II1 კლასში ჩაატარა გაცნობითი ხასიათის ღონისძიება,
მოსწავლეები წაიყვანა :“ეთნოგრაფიულ მუზეუმში“
და „ილია ჭავჭავძის სახელობის მუზეუმში“.
ამავე კლასში პედაგოდმა ელისო ხარჩილავამ ჩაარატა საახალწლო ღონისძიება, მოსწავლეებმა
წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, შეასრულეს სიმღერები და წარმოადგინეს
კოსტუმირებული წარმოდგენა.
2018-2019
სასწავლო წლის პირველ სემესტრში VII-XII კლასებში ქართილში ჩატარდა ტესტირება წერა,
რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმება. სწავლაში არსებული
ხარვეზების და ძლიერი მხარეების გამოვლენა.
ტესტირების
შედეგების ანალიზის საშუალებით, სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ჰქონდა
დაკვირვება განეხორციელებინა ზოგად ტენდენციებზე სხვადასხვა კლასებსა და საგნებში.
მიეღო მხედველობაში არსებული შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დაესახა სხვადასხვა
აქტივობები. კათედრამ იმსჯელა, თუ რა ქმედითი ნაბიჯები იყო საჭირო უკეთესი შედეგის
მისაღებად და დაგეგმა ამ კლასში განსახორიელებელი ღონისძიებები.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბარონმა ნინო იაშვილმა აღნიშნა, რომ XI2 კლასის მოსწევლე თათარაშვილ,ა მარიამმა (ხელის ოპერაციის გამო) ვერ შეძლო ორი
შემაჯამებელი წერის შერულება. კათედრის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ
მოსწავლე მარიამ თათარაშვილი გამოიკითხოს
ზეპირად და შეფასდეს შესაბამისად.
ტესტირების
ჩატარების შედეგად აღმოჩნდა, რომ VII-XII კლასის მოსწავლეებს კარგად აქვთ
განვითარებული ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი; იციან მაგალითებისა
და ამოცანების ამოხსნის რამოდენიმე ხერხი; კარგად ფლობენ ამ საგანში გამოსაყენებელ
ფორმულებს და სხვა დანაწესებს; ასევე, არიან კომუნიკაბელურები და შეუძლიათ
პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა, თუმცა კრიტიკულ პირობებში (ტესტი, დიაგნოსტიკური
წერა და სხვა) უჭირთ ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომჟღავნება და არსებული
პრობლემების გააზრება.
ტესტირების
ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეებიც, რომელზეც მასწავლებლები
გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ სამუშაო პროცესში.
ტესტირების
შედეგად ასევე გამოიკვეთა ის, რომ მოსწავლეები ძირითადად კარგად ართმევენ თავს მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა, მათ მცირე
ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს დასმული საკითხის გაანალიზება,
ასევე, პარალელების გავლება და მხატვრული საკითხის ანალიზი.
აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ქართულის მასწავლებლებმა - ცისანა გაბელაიამ, ნინო
იაშვილმა და რუსუდან გვიჩიამ, რომლებმაც აღნიშნეს სხვადასხვა აქტივაბაში
მონაწილეობის. მოსწავლეთა მონდომება და დაინტერესება.
დადებითად შეაფასეს მთლიანად პირველ სემესტრში კათედრის მიერ გაწეული მუშაობა.
კათედრის
თავმჯდომარემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ წარმოდგენილი
საკითხისათვის.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 11
წინააღმდეგი - 0
დაადგინეს: ცნობად
იქნას მიღებული პირველი სემესტრის შედეგებთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაცია.
საკითხი N3. პირველი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული შემაჯამებელი
დავალებების ანალიზი.
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე - მაია გელაშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა მაია გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ
შეახსენა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინსიტრის 2016 წლის 18
მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 32-ე მუხლის
მე-12 პუნქტის შესაბამისად, თითოეულმა მასწავლებელმა უნდა შეადგინოს და კათედრას
წარუდგინოს მის მიერ ჩატარებული
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს:შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა. სახელმწიფო ენის კათედრაზე გაერთიანებულ თითოეულ საგანში, კლასების
მიხედვით ჩატარდა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემაჯამებელი დავალებები.
თითოეულმა მასწავლებელმა კათედრის სხდომაზე წარმოადგინა მათ მიერ ჩატარებული
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ VIII1 კლასის მოსწავლეებისგან
განსხვავებით VIII2 კლასის მოსწავლეებს უკეთ შეუძლიათ
კავშირებისა და მიმართებების სწორად და ზუსტად დადგენა. ასევე, ნასწავლი
თეორიული მასალის პრაქტიკული გამოყენება. საგნობრივ თემატიკაზე კითხვების ადეკვატურად დასმა და ასეთივე კითხვებზე პასუხის გაცემა ნასწავლი
მასალის შესაბამისად.
მსჯელობის შედეგად ასევე გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ძირითადად
კარგად ართმევენ თავს შემაჯამებელი დავალებების შედგენასა და მათ ჩატარებას.
თუმცა, მათ მცირე ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და საგნობრივი სტანდარტის შედეგებისა და ინდიკატორების მიხედვით შემაჯამებელი სამუშაოების მიზნის განსაზღვრა; მისი შესაბამისი დავალებების შედგენა, შეფასებისა და შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზის სქემების შემუშავება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18
მაისის N40/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ 32-ე მუხლის მე-8
პუნქტის შესაბამისად, შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა
კომპლექსური, კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება (მაგ., ესეს დაწერა,
პროექტის მომზადება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რეფერატის დაწერა, ამოცანის
ამოხსნა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნა, მოთხრობის შედგენა,
მონაცემთა ბაზის შექმნა, კონკრეტული პრობლემის გადაჭრა, საველე-გასვლითი სამუშაოს ან
სასწავლო ექსკურსიის ანგარიშის მომზადება და სხვ.). ამგვარ დავალებაში შესრულებული
სამუშაოს მრავალმხრივი შეფასებისათვის პედაგოგმა უნდა შეიმუშავოს მოსწავლეების
შეფასების კრიტერიუმები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სკოლაში იშვიათად, მაგრამ მაინც, ადგილი აქვს
შემაჯამებელი სამუშაოების მხოლოდ ერთი ფორმის გამოყენებას (ტესტური დავალებები), რომელიც უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დახურული ტიპის დავალებებია და დაბალ დონეზე ამოწმებს მოსწავლის უნარს. გამოვლინდა, რომ
მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს მხოლოდ დახურული ტიპის დავალებები, უფრო დაბალ შედეგს მიაღწიეს ვიდრე, იმ
მასწავლებლებმა, რომლებმაც გამოიყენეს
შემაჯამებელი დავალების მრავალფეროვანი ფორმები (პრეზენტაცია, რეფერატი და
ა.შ)
საგულისხმოა, რომ
მოსწავლემ ზოგჯერ არ იცის შემაჯამებელი
დავალების კონკრეტული ფორმატი, შეფასების კრიტერიუმები, შემაჯამებელი გაკვეთილის
ჩატარების დრო (ზოგჯერ მოსწავლე მთელი კვირის განმავლობაში მოლოდინის რეჟიმშია). აღნიშნული
გარემოება პრობლემაას წარმოადგენს, რამდენადაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი
მიზანია დიაგნოსტიკური და სწავლების
ფუნქცია - დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე, მისცეს შესაბამისი
რეკომენდაციები. თუ შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ სწრაფად არ ხდება
უკუკავშირის გაკეთება, მოსწავლე ინტერესს კარგავს თავისი ნამუშევრის შედეგების
მიმართ. შესაბამისად, მოსწავლე მომავალში ვეღარ იყენებს მიღებულ ცოდნას ეფექტურად.
ზემოთ
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველი იქნება მასწავლებლებმა თითოეული მოსწავლის
ნაშრომები შეაგროვონ საქაღალდეში, გააკეთონ კომენტარები და შენიშვნები მოსწავლეთა
შეფასებებზე, ასახონ როგორც თითოეული მოსწავლის განვითარების გეგმა (ანუ თუ რა
მიმართულებით სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს გაძლიერება), ასევე, ყველა მოსწავლის
შედეგების ანალიზზე დაყრდნობით, იმსჯელონ
მთელი კლასის მიღწევებსა და საჭიროებებზე.
ასევე,
მოსწავლეებისა და თავად მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის
მიზანშეწონილი იქნება, მასწავლებლებმა
გამოიყენონ შეფასებების რაოდენობრივი ანალიზი. დააკვირდნენ ნიშნებს სემესტრების
მიხედვით, შეადარონ თითოეული მოსწავლის მიღწევები კლასის ან შესაძლებელია, სკოლის
საშუალო შედეგებს.
აღნიშნული
ანალიზის საშუალებით სკოლის ადმინისტრაციას შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ზოგად
ტენდენციებს სხვადასხვა კლასებსა და საგნებში. მიიღოს მხედველობაში არსებული
შედეგები და მის გასაუმჯობესებლად დასახოს სხვადასხვა გზები.
აღნიშნულ საკითხზე
აზრი გამოთქვეს: ქართული ენის
მასწავლებელმა ქეთევან მუხიგულმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
ეხმარება მასწავლებელს გაანალიზოს თითოეულ კლასში ჩატარებული სამუშაოები. რა
ქმედითი ნაბიჯებია საჭირო უკეთესი შედეგის მისაღებად, დაგეგმოს ამ კლასში
განსახორიელებელი ღონისძიებები და ა.შ 2018-2019 სასწავლო წლის შემაჯამებელი
დავალებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა მოსწავლეთა სუსტი მხარეები, რომელზეც
მასწავლებლები გააგრძელებენ მუშაობას და გაითვალისწინებენ შემდგომში სამუშაო
პროცესის დაგეგმვისას.
კენჭისყრის შედეგები:
მომხრე - 11
წინააღმდეგი - 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნას
მიღებული მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი დავალების ანალიზი.
დღის წესრიგით
გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დახურულად
გამოცხადდა.
სხდომის
დასრულების დრო 4:00 სთ
კათედრის თავმჯდომარე:
მ.
გელაშვილი
მდივანი: ფ.ერისთავი
სსიპ №29 საჯარო სკოლის სახელმწიფო ენის კათედრის სხდომის
ოქმი № 1
ქ. თბილისი
06.09.2018 წ.
სხდომის დაწყების
დრო: 13:00 სთ
სხდომას
ესწრებოდნენ:
კათედრის
წევრები: ქეთევან მუხიგული, ცისანა
გაბელაია, ნინო იაშვილი, ლილი შანშიაშვილი, რუსუდან გვიჩია, ირმა ნიჟარაძე, მაია
გელაშვილი, ელისო ხარჩილავა, მანანა ერისთავი, ირმა შავლაძე, დოდო გაბუნია.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი,ირმა
ჩარტია და დირექტორის მოადგილე,ლელა ხარატიშვილი.
სხდომას საპატიო
მიზეზით არ ესწრებოდა:
სხდომა გახსნა დირექტორის მოადგილემ. მან
დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და
მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში
რაიმე საკითხის დამატება.
კენჭი
ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:
მომხრე: 13
წინააღმდეგი: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.
დღის წესრიგი:
1.
კათედრის
თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;
2.
კათედრის სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
3.
გრიფირებული
სახელმძღვანელოების შერჩევა I-VI კლასებისათვის;
4.
გრიფირებული სახელმძღვანელოებისა
და სასწავლო რესურსების შერჩევა VII-XII კლასებისათვის;
5.
შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;
6.
სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;
7.
სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის წარდგენა;
8.
მასწავლებელთა
საათების საორიენტაციო განაწილება;
საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა
და მდივნის არჩევა
მომხსენებელი: სსიპ
№29 საჯარო სკოლის
დირექტორის მოადგილე - ლელა ხარატიშვილი
მოისმინეს: ქალბატონმა
ლელახარატიშვილმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის
პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით
დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის
ვადით.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს
კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა
არჩეულ იქნეს მდივანი. ქ-ნ ლელა
ხარატიშვილმა დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის
კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა
დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის
შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის
სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;
ქალბატონმა ლელა ხარატიშვილმა კათედრის წევრებს მოუწოდა
წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები თავმჯდომარისა და მდივნის კანდიდატურაზე.
აღნიშნულ
საკითხზე აზრი გამოთქვეს: ქართული
ენის მასწავლებელმა ლილი შანშიაშვილმა კათედრის თავმჯდომარედ დაასახელა მაია გელაშვილი, ხოლო
მდივნად ფატმან ერისთავი. მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატების განათლებას, გამოცდილებას, მათ
კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 13
წინააღმდეგი:
0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
სასწავლო წლის ვადით სახელმწიფო ენის კათედრის
თავმჯდომარედ არჩეულ იქნეს მაია
გელაშვილი , ხოლო მდივნად ფატმან
ერისთავი.
საკითხი N2.
კათედრის სამოქმედო გეგმის
დამტკიცება
მომხსენებელი: კათედრის თავმჯდომარე მაია გელაშვილი-
მოისმინეს:
კათედრის თავმჯდომარემ დამსწრე
საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული
სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში
მინიმუმ ორჯერ.
კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის
საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის
მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების
პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო
2018-2019 სასწავლო წლის კათედრის სამოქმედო
გეგმის სამუშაო ვერსია.
აზრი
გამოთქვა: მაია გელაშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში
გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.
სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის
სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 13
წინააღმდეგი:
0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
დამტკიცდეს
სახელმწიფო ენის კათედრა კათედრის 2018-2019
სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.
საკითხი N3.
გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევა I-VI კლასებისათვის;
მომხსენებელი: სსიპ
№29 საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე - მაია
გელაშვილი.
მოისმინეს:
ქალბატონმა მაია გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას
შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18
მაისის №40/ნ ბრძანების დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის
თანახმად, კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა საგაკვეთილო პროცესისთვის, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის
გრიფირების წესის“ მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ერთი სკოლის ფარგლებში
თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს
სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.
ამავე წესის მე-16
მუხლის თანახმად, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა
განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით.
ვინაიდან 2011 წელს შერჩეულ I-VI კლასის
სახელმძღვანელოებს გრიფირების ვადა გაუვიდათ, სკოლამ უნდა აირჩიოს 2018 წელს
გრიფირებული ახალი სახელმძღვანელოები.
სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული I-VI კლასის
სახელმძღვანელოები.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 13
წინააღმდეგი:
0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
I-VI კლასში გამოსაყენებელი გრიფირებული
სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.
საკითხი N4.
გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შერჩევა VII-XII კლასებისათვის;
მომხსენებელი: სსიპ
№29 საჯარო სკოლის კათედრის
თავმჯდომარე მაია გელაშვილი.
მოისმინეს:
ქალბატონმა მაია
გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს შერჩეული
გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სკოლაში მოქმედებდა 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად,
2017 -2018 სასწავლო წლის ბოლოს ვადა გაუვიდა VII-XII კლასის გრიფირებულ
სახელმძღვანელოებს, თუმცა, ახალი სახელმძღვანელოების არარსებობის გამო, სსიპ №29 საჯარო სკოლამ უცვლელად უნდა დატოვოს და VII-XII
კლასებში სწავლება უნდა გააგრძელოს 2012 წელს არჩეული სახელმძღვანელოებით.
ქალბატონმა
მაია გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს VII-XII
კლასის სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭათ 6 წლის ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“
21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც
გრიფი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების
წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული,
გრიფის მოქმედების 6-წლიანი ვადა გაუგრძელდა 1 წლით.
ქალბატონმა მაია გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით
დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს,
ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული
სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით გამოიყენოს სხვა
საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის
სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა სხვადასხვა საგანმანათლებლო
რესურსისა და თვალსაჩინოების შერჩევა.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: -13-
წინააღმდეგი:
-0-
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
- უცვლელად დარჩეს 2012 წელს შერჩეული
გრიფირებული სახელმძღვანელოები 2018-2019 სასწავლო წლისთვის;
- 2018-2019 სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი სასწავლო
რესურსების ჩამონათვალი განისაზღვროს დანართი N3 შესაბამისად.
საკითხი N5. შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების
განხილვა
მომხსენებელი:
მაია გელაშვილი
მოისმინეს:
ქალბატონმა მაია გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა,
რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის
№40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად,
თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი.
კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი
დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა
იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის
სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული
შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე,
მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი
დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი
ვიზუალური მასალა. კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი
დავალებების ჩატარებას და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი
დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.
სახელმწიფო ენის
კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა
სკოლის დირექციასთან ერთობლივად
შემუშავებული შემაჯამებელი
დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, რომლის
მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელს.
აზრი გამოთქვა: ცისანა გებელაიამ აღნიშნა, რომ
შემაჯამებელი დავალებების ანალიზი
გვიჩვენებს მოსწავლეების მიერ
მიმდინარე თემების ათვისების
ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შედეგების გაუმჯობესების
მიზნით, ინდივიდუალურად იმუშაოს მოსწავლეებთან.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 13
წინააღმდეგი:
0
კენჭისყრის შედეგად
კათედრამ დაადგინა:
კათედრის წევრებმა
იხელმძღვანელონ წარმოდგენილი შემაჯამებელი
დავალების ანალიზების ფორმებით (
იხ. შემაჯამებელი დავალების ნიმუში (დანართი
N4)
საკითხი N6. სასწავლო
პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება
მომხსენებელი: სსიპ
№29
საჯარო სკოლის სახელმწიფო კათედრის
თავმჯდომარე მაია გელაშვილი.
მოისმინეს: ქალბატონმა
მაია გელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას
კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში,
კათედრის წევრთა ფუნქციები.
სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის
მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის
საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების
შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.
მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული
მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი
ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს
სხვადასხვა თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია
თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.
კათედრის თავმჯდომარემ
კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2018-2019 სასწავლო წლის
განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.
აზრი გამოთქვა: ნინო
იაშვილმა აღნიშნა, რომ ღია გაკვეთილის
ჩატარებისას მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს
ხელს უწყობს პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე
კონკრეტულ თემაზე ახდენს
კონცენტრირებას და მეტად არის
ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამასთანავე კლასი აქტიური ხდება ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 13
წინააღმდეგი:
0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან
დაკავშირებით.
საკითხი N7. სკოლის დირექტორისთვის მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრის
წარდგენა.
მომხსენებელი:
სსიპ №29
საჯარო სკოლის სახელმწიფო
კათედრის თავმჯდომარე მაია გელაშვილი.
მოისმინეს: ქალბატონმა
მაია გელაშვილმა კათედრის წევრებს შეახსენა, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის
20 თებერვლის N68 დადგენილებით დამტკიცებული მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების,
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, შეფასების ჯგუფი
უნდა შედგებოდეს შემდეგი წევრებისაგან: დირექტორის, დირექტორის მოადგილის (ასეთის
არსებობის შემთხვევაში), ფასილიტატორისა და შესაბამისი საგნობრივი/საგნობრივი
ჯგუფის კათედრის მიერ 3 წლის ვადით არჩეული წევრისაგან.
მან
კათედრის წევრებს მოახსენა, რომ შეფასების ჯგუფის წევრი ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი ცისანა გაბელაია არჩეული იყო 2015 წელს. შესაბამისად,
მისი არჩევიდან გასულია 3 წლიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე სხდომაზე საჭიროა სახელმწიფო ენის
კათედრიდან დასახელდეს შეფასების ჯგუფის წევრობის კანდიდატი, რომელიც წარედგინება
სკოლის დირექტორს.
აზრი გამოთქვა:
სახელმწიფო ენის კათედრის წევრმა ქეთევან მუხიგულმა. მან დაასახელა ნინოიაშვილის
კანდიდატურა, ხაზი გაუსვა მის კვალიფიციურობას და აღნიშნა, რომ ნინო იაშვილს აქვს
ანალიტიკური აზროვნების უნარი და თავს კარგად გაართმევს დაკისრებულ ფუნქციას.
კათედრის თავმჯდომარემ მოუწოდა
დამსწრე საზოგადოებას კენჭი ეყარათ ნინო იაშვილის კანდიდატურისათვის.
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 13
წინააღმდეგი:
0
კენჭისყრის
შედეგად კათედრამ დაადგინა:
სახელწიფო
ენის კათედრიდან მასწავლებელთა შეფასების სამუშაო ჯგუფის წევრობის კანდიდატად
არჩეულ იქნეს ნინო იაშვილი და მისი კანდიდატურა წარედგინოს დირექტორს.
საკითხი N8. მასწავლებელთა
საათების საორიენტაციო განაწილება
მომხსენებელი: სსიპ
№29
საჯარო სკოლის დირექტორი - ირმა ჩარტია
მოისმინეს:
ქალბატონმა ირმა ჩარტიამ დამსწრე საზოგადოებას
გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა
კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.
კათედრის
წევრები გაეცნენ ამავე კათედრაში შემავალი მასწავლებელების სავარაუდო დატვირთვას
და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა
პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.
თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული
საკითხისათვის
კენჭისყრის
შედეგები:
მომხრე: 13
წინააღმდეგი: 0
კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:
პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:
- ქეთევან მუხიგული - კვირაში 20 სთ, VIII1 ;VIII4 ;X2 ;X3.
- ცისანა გაბელაია- კვირაში 20 სთ,VI2,VII2,IX3 X1
- ნინო იაშვილი- კვირაში 21 სთ, IV1,VI1; VIII3,XI1
- რუსუდან გვიჩია- კვირაში 20 სთ,VII3; IX1 ;IX2
;XII1.
- ირმა ნიჟარაძე- კვირაში 20 სთ, VII1 ,VIII2; XI2; XII2
- მაია გელაშვილი- კვირაში15 სთ, V1 ;V2 ;XII3
- ელისო ხარჩილავა- 7 კვირაში, II1 .
- ლილი შანშიაშვილი- კვირაში 13 სთ, II3 ;III2;
- მანანა ერისთავი- კვირაში 21 სთ, I1 ;I2 ;I3
..
- ირმა შავლაძე- კვირაში 12 სთ, IV2 ; IV3 ;
- დოდო გაბუნია- კვირაში 13 სთ, II2 ;III1;
დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.
სხდომის დასრულების დრო: 15:00 სთ
კათედრის
თავმჯდომარე: მ.გელაშვილი
მდივანი: ფ.ერისთავი.
No comments:
Post a Comment