კომპლექსური დავალება
მედიაშეტყობინების გააზრება: ნამდვილი თუ მოგონილი.
დააკვირდით ილუსტრაციას - აღწერეთ როგორ აღიქვით და რატომ გახდა ამ ილუსტრაციის შექმნა საჭირო?
ილუსტრაციასთან დაკავშირებული კითხვები:
ვინ არიან გამოსახული მოცემულ ილუსტრაციაზე?
რა ნივთებია გამოსახული, რას გაგონებთ/ამსგავსებთ?
ნახატზე ასახული ნივთს სად და რომელი სფეროს წარმომადგენლები იყენებენ?
როგორ მიიღებდით და გადმოსცემდით თქვენ კადრში ნანახს?
გაიხსენეთ თუ მიგიღიათ მედიასაშუალებებიდან დეზინფორმაცია, რომელიც დაიჯერეთ?
იმსჯელეთ როგორ უნდა გაარჩიოთ ნამდვილი და ყალბი ამბავი ერთმანეთისგან?
რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი ფაქტის გაშუქება?
რა ემოცია გაგიჩნდათ ამ კადრის ხილვისას?
თქვენი აზრით რატომ შეიქმნა ეს ილუსტრაცია?
იმსჯელეთ როგორ შიძლება გაშუქდეს ორი კადრიდან თითოეული?
რა უარყოფით გავლენას ახდენს მოვლენების არასწორი გაშუქება?
გთხოვთ, თანატოლებთან ერთად გამართოთ დისკუსია, იმსჯელოთ სად ჩანს რეალობა ანუ ნამდვილი ამბავი და სად მოგონილი, როგორ შეიძლება დამახინჯდეს ინფორმაცია. მსჯელობის შემდეგ გთხოვთ შექმნათ პოსტერი ან სლოგანი მოცემულ თემასთან დაკავშირებით, რომლითაც გააფრთხილებთ მოქალაქეებს „იყვნენ ფხიზლად“
(მაგ: შეიძლება გვატყუებდნენ?! ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ნუ ამახინჯებთ და ა.შ.)
დასასრულს გთხოვთ თავად ახსნათ ილუსტრაციის მნიშვნელობა.
ილუსტრაციის მოკლე შინაარსი
ილუსტრაციის ზედა ნაწილი აღწერს თუ როგორ ცდილობს მამაკაცი გაექცეს დანით შეიარაღებულ თავდამსხმელს. ხოლო კამერის ობიექტივში ჩვენ ვხედავთ პირიქით-მსხვერპლი თავს ესხმის თავდამსხმელს, ხოლო მისი ფეხსაცმელი ჩანს, როგორც იარაღი. ამ ორ ფოტოს შორის სინამდვილეს უპირისპირდება ობიექტივის თვალით დანახული მოგონილი ამბავი! მაშ ასე ფაქტი სხვაა, ხოლო ტვ-ს კამერაში ვხედავთ სხვას!
საბოლოო პროდუქტი - დაწერეთ არგუმენტირებული ესსე ინფორმაციის გაშუქებასთან დაკავშირებით, გამოიყენეთ თქვენ მიერ შექმნილი პოსტერები/სლოგანები.
შემაჯამებელი წერა №1
დავალების პირობა : მოირგეთ ავთანდილის როლი და ტექსტში არსებული პირდაპირი და ირიბი მინიშნებების გათვალისწინებით დაწერეთ ჩანაწერები პერსონაჟის პირადი დღიურისთვის.
ნამუშევარში:
Ø დაიცავი დღიურისთვის შესაბამისი ფორმატი
Ø წარმოაჩინე ტექსტის ზედმიწევნითი/სიღრმისეული ცოდნა.
Ø ტექსტის ძირითად ნაწილთან ერთად გამოკვეთილი იყოს საკუთარი ინტერპრეტაციით დამატებული ინფორმაცია.
Ø დაიცავი სალიტერატურო ენის ნორმები
Ø დაიცავი პუნქტუაციის წესები.
დღიურის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი | მაქსიმალურიქულა | მიღებული ქულა |
ნაშრომი შეესაბამება დასმულ ამოცანას. | 1ქულა
|
|
ნაშრომში დაცულია დღიურისთვის შესაბამისი ფორმატი.
| 1ქულა |
|
დღიურში იკითხება ტექსტის ცოდნა და მისი სიღრმისეული გააზრება/გადააზრება.
| 2 ქულა |
|
ნაშრომში ინფორმაციის ნაწილი დამატებულია საკუთარი სურვილით და ინტერპრეტაციით.
| 3 ქულა |
|
დღიური დაწერილია სალიტერატურო ქართული ენის ნორმების დაცვით.
| 2 ქულა |
|
დაცულია პუნქტუაციის წესები.
| 1 ქულა |
|
შემაჯამებელი წერა № 2
შემაჯამებელი დავალების ტიპი: წერა ნაცნობ ჟანრში.
დავალების პირობა : შეადგინეთ მოთხრობა მის შემადგენელ ნაწილებზე დაყრდნობით. მოთხრობაში წარმოაჩინეთ: ამბავი, დრო და სივრცე, პერსონაჟები, მთხრობელი და მთავარი სათქმელი - სიკეთე.
ნამუშევარში:
Ø მოთხრობაში უნდა ჩანდეს მოქმედება ან მოქმედებების წყება, რომელიც იწყება, ვითარდება და მთავრდება;
Ø მოთხრობაში უნდა იყოს მინიშნება ან აღწერა იმისა, სად და როდის ხდება მოქმედება;
Ø უნდა ჩანდეს პერსონაჟები: ისინი, ვინც გადმოცემულ ამბავში მონაწილეობენ;
Ø უნდა ჩანდეს მთხრობელი. ის, ვინც ამბავს გვიყვება და, შესაძლებელია, თავად იყოს ან არ იყოს ამბის მონაწილე;
Ø მოთხრობაში უნდა ჩანდეს მთავარი სათქმელი - სიკეთე;
Ø დაიცავი აზრობრივი შესაბამისობა ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის;
Ø დაიცავი აბზაცები,სწორად გამოიყენე სასვენი ნიშნები;
Ø ნაწერი გამართე ენობრივად;
შეფასების სქემა:
კრიტერიუმები: | მაქს. ქულა | მიღებული ქულა |
მოთხრობაში ჩანს მოქმედება ან მოქმედებების წყება, რომელიც იწყება, ვითარდება და მთავრდება; | 2 |
|
მინიშნებულია ან აღწერილია დრო და სივრცე | 1 |
|
მოთხრობაში ჩანს პერსონაჟები | 1 |
|
ჩანს მთხრობელი | 1 |
|
მოთხრობაში ჩანს მთავარი სათქმელი - სიკეთე | 2 |
|
დაცულია შინაარსობრივი შესაბამისობა ტექსტის ნაწილებს შორის | 1 |
|
სწორადაა დასმული სასვენი ნიშნები (საპატიოა 1 შეცდომა) | 1 |
|
ნაწერი ენობრივად გამართულია (საპატიოა 1 შეცდომა) | 1 |
|
ნიშანი: განმავითარებელი კომენტარი:
|
შემაჯამებელი წერა №3
შემაჯამებელი დავალების ტიპი: წერა ნაცნობ ჟანრში.
დავალების პირობა : შეადგინეთ იგავ-არაკი, სადაც პერსონაჟის პირით დაგმობთ ადამიანის მანკიერი თვისებებიდან ერთ-ერთს - სიხარბეს
ნამუშევარში:
Ø იგავი იყოს ალეგორიული (წერითი კომუნიკაცია, მკვ.1);
Ø გამოკვეთე და პერსონაჟის პირით დაგმე ადამიანის მანკიერი თვისებებიდან ერთ-ერთი სიხარბე (წერითი კომუნიკაცია, მკვ.1);
Ø გამოიყენე იგავ-არაკის შინაარსობრივი და სტრუქტურული ყველა ჟანრობრივი მახასიათებელი (წერითი კომუნიკაცია, მკვ.2)
Ø დაიცავი აზრობრივი შესაბამისობა ტექსტის სხვადასხვა ნაწილს შორის (წერითი კომუნიკაცია, მკვ.3)
Ø გამოიყენე იგავ-არაკის შესაბამისი სიტყვები და გამოთქმები, ხატოვანი ენა, მრავალფეროვანი სიტყვები და წინადადებები(წერითი კომუნიკაცია, მკვ.4);
Ø დაიცავი აბზაცები,სწორად გამოიყენე სასვენი ნიშნები (წერითი კომუნიკაცია, მკვ.5);
Ø ნაწერი გამართე ენობრივად(წერითი კომუნიკაცია, მკვ.5)
შეფასების სქემა:
კრიტერიუმები: | მაქს. ქულა | მიღებული ქულა |
იგავი არის ალეგორიული | 1 |
|
პერსონაჟის პირით გამოკვეთილია მანკიერი თვისება(სწორადაა შერჩეული მანკიერი თვისება -1ქულა, შერჩეულია და შეგონების სახით პერსონაჟის პირითაა გამოკვეთილი -2 ქულა) | 2 |
|
გამოყენებული იგავის შინაარსობრივი(1ქ) და სტრუქტურილი(1ქ) ჟანრობრივი მახასიათებლები | 2 |
|
დაცულია შინაარსობრივი შესაბამისობა ტექსტის ნაწილებს შორის | 1 |
|
გამოყენებულია იგავისათვის დამახასიათებელი ენა | 1 |
|
სწორადაა გამოკვეთილი აბზაცები(საპატიოა 1 შეცდომა) | 1 |
|
სწორადაა დასმული სასვენი ნიშნები (საპატიოა 1 შეცდომა) | 1 |
|
ნაწერი ენობრივად გამართულია (საპატიოა 1 შეცდომა) | 1 |
|
ნიშანი: განმავითარებელი კომენტარი:
|
შემაჯამებელი წერა N4
შემაჯამებელი დავალების ტიპი: არგუმენტირებული წერითი ნამუშევარი:
შემაჯამებელი დავალების პირობა „არსებობს მოსაზრება, რომ ცხოვრებას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს შეუძლია თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
მეორე მოსაზრების თანახმად, ადამიანი ცხოვრების აზრს უნდა ეძებდეს მასზე დაკისრებული ნებისმიერი საქმისა თუ მოვალეობის პატიოსნად შესრულებაში. გამოხატეთ და დაასაბუთეთ თქვენი თვალსაზრისი ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით“.
არგუმენტირებული წერითი ნამუშევარი
კრიტერიუმები | ქულა | მიღებული ქულა |
საკითხის ადეკვატური გაგება/გააზრება.
| 1 ქულა |
|
წერის სტრუქტურის დაცვა
| 2 ქულა |
|
ორივე მოსაზრებაზე მოყვანილია მრავალფეროვანი და საინტერესო არგუმენტები. 1 არგუმენტი 1 ქულა.
| 3ქულა |
|
განვლილი მასალის და ცოდნის გამოყენება. ნაწერში(ზოგადი განათლება)
| 2 ქულა |
|
ნაწერი გამართულია ენობრივად
| 1 ქულა |
|
ნაწერი გამართულია პუნქტუაციურად
| 1 ქულა |
|
შემაჯამებელი წერა N5
შემაჯამებელი დავალების ტიპი: ანალიტიკური თხზულება
შემაჯამებელი დავალების პირობა: ორი ძმა (ხალხური)
გაიაზრეთ თითოეული ფრაზა, ქმედება, ძმის საქციელი, დააკვირდით ნაწარმოები დაწერეთ ანალიტიკური თხზულება რომელშიც იმსჯელებთ მდიდარი და ღარიბი ძმის პიროვნებაზე.
შეფასების სქემა:
კრიტერიუმები: | მაქს. ქულა | მიღებული ქულა |
ტექსტის მინიშნებებზე დაყრდნობით წარმოჩენილია პერსონაჟის ფიქრები, განცდები და დამოკიდებულება
| 3 |
|
პირადი გამოცდილების საფუძველზე მსჯელობითაა შეფასებული პერსონაჟის საქციელი. (საქციელის შეფასება -1 ქულა, მსჯელობით შეფასება -2ქულა)
| 2 |
|
სწორადაა გააზრებული ნაწარმოების დედააზრი (1ქ)და წარმოჩენილია ტექსტებს შორის მიმართება(1ქ)
| 1+1 |
|
დაცულია ნაწერის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა)
| 1 |
|
დაცულია სალიტერატურო ენის ნორმები და პუნქტუაციის წესები ( 2 ენობრივი შეცდომა -1 ქულა, 2-ზე მეტი - 0 ქულა; 3 პუნქტუაციური შეცდომა -1 ქულა, 3-ზე მეტი - 0 ქულა)
| 1+1 |
|
ნიშანი: განმავითარებელი კომენტარი:
|
No comments:
Post a Comment