https://docs.google.com/document/d/e/2PACX-1vT0K5Xev6d-Vi_S_X_yHlnW7KXDLK0LzYaMxbagNqFeUMNpzQ737rcYyHHZ0fu99GBFYPs6ge4uRIrg/pub
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
ქართული
ენა და ლიტ: მაია გელაშვილი
დაწყებითი:
ელისო ხარჩილავა
ანგარიში
მეხუთე კლასში, განმსაზღვრელი
შეფასების დაწყებისას, მასწავლებლის განმსაზღვრელი შეფასების, მოსწავლეთა თვითშეფასების და მშობელთა მოლოდინების/მოთხოვნების
თანხვედრა/აცდენა.
სარჩევი
შესავალი.........................................................................................................................3
თავი
I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
⇨ მოკლე
ინფორმაცია საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ..............4
⇨ საგაკვეთილო
შეფასება და მასთან დაკავშირებული სირთულეები.................4
⇨ პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.....................................................5
⇨ კვლევის
მიზანი...........................................................................................................5
⇨ კვლევის
ამოცანა..........................................................................................................5
თავი
II
⇨ კვლევის
არსი........................................................................................................6
თავი
III
⇨ ლიტერატურის
მიმოხილვა:---------------------------------------------------7
⇨ რა მნიშვნელობა
აქვს განმსაზღვრელ შეფასებას?---------------------------7
თავი
IV
მეთოდოლოგია
⇨ კვლევის
სამიზნე ჯგუფი------------------------------------------------------8
⇨ შერჩევა
--------------------------------------------------------------------------8
⇨ მონაცემთა
შეგროვება----------------------------------------------------------8
⇨ კვლევის
ვადები-----------------------------------------------------------------9
თავი
V
კვლევის შედეგები----------------------------------------------------------------------10
⇨ გამოკითხვის,
ანკეტა-ინტერვიუს შედეგების ანალიზი
⇨ ინტერვენციის
დაგეგმვა
თავი
VI
ინტერვენციის აღწერა და მისი შედეგები------------------------------------------12
⇨ ინტერვენციის
შეფასების მეთოდები---------------------------------------
⇨ ინტერვენციის
შედეგები------------------------------------------------------
თავი
VII
მიგნებები, რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები
⇨ მიგნებები-----------------------------------------------------------------------14
⇨ რეკომენდაციები--------------------------------------------------------------
⇨ თვითკრიტიკა-----------------------------------------------------------------
დასკვნა---------------------------------------------------------------------15
გამოყენებული
ლიტერატურა:------------------------------------------15
შესავალი
2017-19 სასწ. წელს ქალაქ თბილისის № 29 საჯარო სკოლაში ჩატარდა პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. კვლევაში
მონაწილეობა მიიღო 50-მა რესპონდენტმა. რესპონდენტები იყვნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები და ამავე კლასის
მოსწავლეთა მშობლები.
წინამდებარე ანგარიში მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას განმსაზღვრელი
შეფასების ეტაპზე გადასული მოსწავლეების შეფასების სფეროში არსებული მდგომარეობის,
პრობლემების შესახებ, აქცენტირებს არსებულ საჭიროებებზე, მეხუთე კლასში მასწავლებლის
განმსაზღვრელი შეფასებისა და მოსწავლეთა თვითშეფასების თანხვედრა-აცდენაზე, პრობლემის
გამომწვევ მიზეზებზე და გადაჭრის გზების ძიებაზე.
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები გამოყენებული იქნება მეხუთე (განმსაზღვრელი შეფასების
ეტაპზე გადასული) კლასის მასწავლებლებისთვის შეფასების ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების
მიზნით. ამასთანავე, კვლევის ანგარიში მნიშვნელოვანი და ღირებულია მეხუთე (და სხვა
დანარჩენ) კლასებში შეფასების სფეროს ანალიზისა და ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების
დაგეგმვისათვის. ვიმედოვნებთ, კვლევის შედეგები დაეხმარება დაინტერესებულ მასწავლებლებს
სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი, საკმაოდ პრობლემატური სფეროს, შეფასების გაუმჯობესებაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
ნაშრომი წარმოადგენს ქალაქ თბილისის №29 საჯარო სკოლის პედაგოგთა (მაია გელაშვილისა
და ელისო ხარჩილავას) პედაგოგიური კვლევის ანგარიშს. ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან : პირველი თავი საკვლევი საკითხის მიმოხილვაა,
მეორე თავი ეხება კვლევის არსს, შემდეგი,
მესამე თავში კი მიმოხილულია ამავე თემაზე
არსებული ლიტერატურა, მეოთხე თავში
განხილულია მეთოდოლოგია, რომელიც გამოვიყენეთ კვლევის დროს,
მეხუთე თავი ეთმობა კვლევის შედეგების
მიმოხილვასა და ანალიზს, მეექვსე თავში
წარმოდგენილია ინტერვენციის დაგეგმვის, წარმართვისა
და შეფასების ეტაპები, მეშვიდე თავი ეთმობა
კვლევის შედეგად გამოკვეთილ მიგნებებს, ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს.
თავი
I
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა
1.1.
მოკლე
ინფორმაცია საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ
ვარ თბილისის N29 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი, უფროსი მასწავლებლის სტატუსით. მაქვს პედაგოგიური მოღვაწეობის ცამეტწლიანი
გამოცდილება. ამჟამად ვარ მეეექვსე კლასის ქართულის მასწავლებელი, რომელიც
ჩავიბარე შარშან. ვარ მოტივირებული უწყვეტი პროფესიული განვითარებისთვის, ინტერესით
ვიღებ ყოველგვარ სიახლეს, გამოწვევას. ჩემი მუშაობის პრინციპი სირთულეების დაძლევაა.
ვაცნობიერებ განათლების სფეროში არსებულ სირთულეებს, პრობლემებს, თითოეული ჩვენგანის
როლს მათ დაძლევაში, ამიტომ ვცდილობ, ყოველთვის გავაანალიზო ჩემ მიერ მიღწეული შედეგები
და მუდმივად, საჭიროებისამებრ დავსახო მუშაობის ალტერნატიული გზები.
1.2.
საგაკვეთილო
შეფასება და მასთან დაკავშირებული სირთულეები
განმსაზღვრელი შეფასება, როგორც ვიცით, არ გამოიყენება დაწყებით საფეხურზე
(I-IV კლასებში). შესაბამისად, მისი არსი,
სტრუქტურა და მნიშვნელობა, შესაძლოა, კარგად არ აქვთ გაცნობიერებული როგორც თავად მოსწავლეებს,
ისე მათ მშობლებს. ამავე დროს, მოსწავლეების შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების
ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლაში მოსწავლეთა შეფასების
სისტემის გამართულ და ეფექტიან მუშაობას. შეფასების მიზანია, გამოავლინოს მოსწავლის
უნარები და შესაძლებლობები, აამაღლოს სწავლის მოტივაცია, დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის
პროცესის წარმართვაში, მიაწოდოს მშობელს, მასწავლებელს და ადმინისტრაციას ინფორმაცია
მოსწავლის მიღწევებზე სტანდარტთან მიმართებით და დაეხმაროს მასწავლებელს სასწავლო პროცესის
დაგეგმვაში.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეჭვს არ იწვევს ისეთი ეფექტური გზების მოპოვების საჭიროება, რომელიც სწორ წარმოდგენას
შეგვიქმნის მეხუთე კლასის მოსწავლეთა და მასწავლებელთა, ასევე, მოსწავლეთა მშობლების
დამოკიდებულებების, განწყობებისა და პრაქტიკული მიდგომების შესახებ შეფასების სისტემის
მიმართ.
შეფასება პედაგოგიური პრაქტიკის ერთ-ერთი რთული კომპონენტია, მასწავლებელს განსაკუთრებული
სიფრთხილის და სიზუსტის დაცვა სჭირდება მოსწავლის შეფასებისას, რათა არ დაარღვიოს შეფასების
მნიშვნელოვანი მოთხოვნა: სანდოობა, ვალიდურობა, გამჭვირვალეობა და ობიექტურობა. ასევე
, მნიშვნელოვანია დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი შეცდომების გაანალიზებასა და ადეკვატურ
თვითშეფასებაში, რათა არ შეფერხდეს მისი სწორი განვითარება და არ დაეცეს მოტივაცია. ხშირ
შემთხვევაში მასწავლებლის შეფასება და მოსწავლის თვითშეფასება ერთმანეთს არ ემთხვევა,
ეს იწვევს მოსწავლის განვითარების შეფერხებასა და მასწავლებლის მიმართ უნდობლობის ჩამოყალიბებას.
1.3.
პრობლემის
გამომწვევი სავარაუდო მიზეზები
ვფიქრობ,
პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია განმავითარებელი
შეფასებიდან განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვლა. მოსწავლეებს უჭირთ შეაფასონ საკუთარი
თავი ქულების მეშვეობით და მიიღონ მასწავლებლის შეფასება. პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი
მიზეზი შეიძლება იყოს შეფასების კრიტერიუმების არცოდნა და რუბრიკებში გაურკვევლობა.
ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს მშობლის
მაღალი მოლოდინები.
1.4.
კვლევის
მიზანი:
მასწავლებლის
შეფასებისა და მოსწავლის თვითშეფასების დაახლოება;
შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესება;
კვლევის
მიზანია, შევისწავლოთ და დავადგინოთ, რამდენად ემთხვევა ჩემი შეფასება და მოსწავლის
თვითშეფასება ერთმანეთს, გამოვკვეთო პრობლემის გამომწვევი მიზეზები და შევეცადო მიზეზების გათვალისწინებით შევიმუშაო
გზა, რომ აღნიშნული შეფასებები დაუახლოვდეს ერთმანეთს.
1.5.
კვლევის
ამოცანა
კვლევის
ამოცანაა ვიპოვო შემდეგი კითხვების პასუხები:
ვფიქრობ
მოსწავლეთა მხრიდან ამ კითხვებზე გაცემული გულწრფელი პასუხები საკითხს ნაწილობრივ ნათელს მოჰფენს:
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლისთვის განმსაზღვრელ
შეფასებას?
იცნობენ თუ არა შეფასების კრიტერიუმებს?
როგორ აფასებენ ისინი საკუთარ შედეგებს?
ემთხვევა თუ არა მათი შეფასება მასწავლებლის
შეფასებას?
როგორ წარმოუდგენიათ შეფასების სისტემა და
რა მოლოდინებს უყენებენ
მასწავლებლებს?
საჭიროა
გამოიკვეთოს მშობლების პოზიციაც, რადგან სწავლების ამ საფეხურზე (მე-5 კლასი) მოსწავლისათვის
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლის შეხედულებებსა და შეფასებებს.
იცნობენ თუ არა შეფასების რუბრიკებს?
თავად როგორ აფასებენ საკუთარი შვილის შედეგებს?
ემთხვევა თუ არა მათი შეფასება მასწავლებლის
შეფასებას და რა მოლოდინები აქვთ მის მიმართ?
თავი II
კვლევის
არსი
კვლევის ზოგადი მიზნებიდან გამომდინარე, როგორც რაოდენობრივი, ასევე,
თვისობრივი კვლევა პირდაპირ უკავშირდება განმსაზღვრელი შეფასების სისტემის მუშაობას
მეხუთე კლასში, რაც გულისხმობს შემდეგი საკითხების დადგენას:
¢ როგორია სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტთა (მშობელი, მოსწავლე, მასწავლებელი) შეფასებით, შეფასების პროცესის გამართულობა და ხარისხი;
¢ რამდენად აკმაყოფილებთ სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტებს მეხუთე კლასში არსებული შეფასების ხარისხი;
¢ როგორია მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა ცოდნა შეფასების სისტემის შესახებ, მათი დამოკიდებულება აღნიშული სისტემის ადეკვატურობისადმი:
¢ რამდენად ხდება არსებული შეფასების სისტემის ცალკეული კომპონენტების ( შეფასების სქემები, თვითშეფასება, სტანდარტი) პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მიერ, ხოლო ამ პროცესის ხელშეწყობა მშობლების მიერ.
ზოგადი ტენდენციების გამოვლენის გარდა, მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა და მათი მშობლების შეხედულებათა ურთიერთშედარება მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე საინტერესო იყო იმის გარკვევა, რამდენად კმაყოფილნი არიან სასწავლო პროცესში გამოყენებული შეფასების წესებით.
¢ როგორია სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტთა (მშობელი, მოსწავლე, მასწავლებელი) შეფასებით, შეფასების პროცესის გამართულობა და ხარისხი;
¢ რამდენად აკმაყოფილებთ სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტებს მეხუთე კლასში არსებული შეფასების ხარისხი;
¢ როგორია მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა ცოდნა შეფასების სისტემის შესახებ, მათი დამოკიდებულება აღნიშული სისტემის ადეკვატურობისადმი:
¢ რამდენად ხდება არსებული შეფასების სისტემის ცალკეული კომპონენტების ( შეფასების სქემები, თვითშეფასება, სტანდარტი) პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მიერ, ხოლო ამ პროცესის ხელშეწყობა მშობლების მიერ.
ზოგადი ტენდენციების გამოვლენის გარდა, მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა და მათი მშობლების შეხედულებათა ურთიერთშედარება მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე საინტერესო იყო იმის გარკვევა, რამდენად კმაყოფილნი არიან სასწავლო პროცესში გამოყენებული შეფასების წესებით.
საკვლევი პრობლემა , ვფიქრობ, დასაფიქრებელია
და მოითხოვს სერიოზულ და ამავე დროს ფრთხილ მიდგომას, ჩვენ მიერ შესწავლილი და გამოკვლეული პრობლემა დაეხმარება
ყველა პედაგოგს ვისაც ამ ასაკის მოსწავლეებთან მოუწევს მუშაობა.
კვლევის განმავლობაში აქტიურად, კვირაში
სამჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს პარტნიორი მასწავლებლები,
ვუზიარებდით შეხედულებებს, ვარაუდებს, დაკვირვების შედეგებს.
თავი
III
ლიტერატურის მიმოხილვა
შეფასება სწავლისა და სწავლების პროცესის
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასება
მასწავლებელს აძლევს ინფორმაციას, ერთი მხრივ, მოსწავლეების წინსვლის, მიღწევებისა
და პრობლემების შესახებ, მეორე მხრივ, იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ასწავლის თვითონ
მასწავლებელი და რამდენად შედეგიანია ის მეთოდიკა, რომელსაც იგი იყენებს.
შეფასების ორი ძირითადი მიზანია:
1. მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების
გამოვლენა და მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
2.სწავლების კონკრეტული მეთოდიკის და
სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის შემოწმება და სრულყოფა;
გარდა ამისა, შეფასების მიზანია აამაღლოს
მოტივაცია, მიაწოდოს მშობელს, მასწავლებელს, ადმინისტრაციასა და სახელმწიფოს ინფორმაცია
მოსწავლის მიღწევებზე სტანდარტთან მიმართებით, დაეხმაროს მასწავლებელს სასწავლო პროცესის
დაგეგმვაში. უზნაძე აღნიშნავს, რომ სწავლის პროცესში ძირითადი მნიშვნელობა აქვს განსაზღვრული
მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას. „სწავლაში ძირითადი კომპონენტი ჩვევა
და ცოდნა როდია, არამედ იმ ძალების განვითარება, რომლებიც სწავლის პროცესში ღებულობენ
მონაწილეობას“ [უზნაძე, 2003:4150].
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით,
„მოსწავლის შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის
ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.“ მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა
ფორმით, მან წინასწარ უნდა იცოდეს, რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.
მოსწავლის შეფასება სხვადასხვა მიზანს ემსახურება, შესაბამისად, არსებობს შეფასების
სხვადასხვა, კონკრეტული მიზნის შესაბამისი ფორმა.
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება:
განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
რა მნიშვნელობა აქვს განმსაზღვრელ შეფასებას?
განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს
სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
მიზნებთან მიმართებით. განმსაზღვრელ შეფასებაში იწერება ქულა.
განათლების უცხოელი სპეციალისტები ასევე
გვთავაზობენ შეფასების ორ ტიპს--ფორმატულს და შემაჯამებელს. შემაჯამებელი (ისევე როგორც
ჩვენთან განმსაზღვრელი) სტატისტიკურ მონაცემებს იძლევა და მნიშვნელოვანია ადმინისტრაციისა
და სახელმწიფოსთვის.
ჩვენი კვლევისთვის განსაკუთრებით საინტერესო
და მნიშვნელოვანი იყო უზნაძის „განწყობის თეორიაში“ გადმოცემული მოსაზრება, რომელიც
ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში იყო კამათის საგანი.
უზნაძე, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით მიიჩნევდა, რომ საჭიროა ციფრებით შეფასების
განდევნა. იგი მიიჩნევდა, რომ ციფრებით შეფასება ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს
შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას და სუბიექტურ ხასიათს ატარებს. ძირითადი არგუმენტი
ამ მოსაზრებისა ციფრებით შეფასების სუბიექტური ხასიათი იყო, რომელიც ერთ-ერთი „უძნელესი
წინააღმდეგობაა“, რომ განხორციელდეს „ძველი
ჭეშმარიტება“ –„ ბავშვის გულიც და ცნობიერებაც ღია იყოს იმისთვის, რაც ბავშვს მიეწოდება“.
[მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ცენტრი 2008:67]
საინტერესოა ვიგოდსკის თეორია დაწყებით
საფეხურზე განმავითარებელი შეფასების აუცილებლობის შესახებ. იგი თვლის, რომ სწავლებისას
და შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის განვითარების უახლოესი
ზონა, დაეხმაროს მოსწავლეს კონკრეტული მითითებებით, გაუღვიძოს დავალების წარმატებით
განხორციელების მოტივაცია, ხშირად შეაფასოს მოსწავლეთა პროგრესი და გაამხნევოს ისინი. ბავშვის დახმარება კი კონკრეტული კომენტარებით
უნდა მოხდეს. დღევანდელი შეფასების სისტემა
სწორედ ასეთ მიდგომებს ითვალისწინებს---ესგ-ს მიხედვით, პირველ-მეოთხე კლასში განმსაზღვრელი
შეფასებით არ ფასდება მოსწავლე, მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება.
თავი
IV
მეთოდოლოგია
კვლევის სამიზნე ჯგუფი
4.1. მე-5
კლასის მოსწავლეები
4.2. მე-5
კლასის მოსწავლეთა მშობლები
4.1.
შერჩევა
კვლევაში
გამოვიყენეთ სრული შერჩევა, ანკეტა-კითხვარები შევადგინეთ მე-5 კლასის 25 მოსწავლეზე
და მათ თითო მშობელზე
4.2.
მონაცემთა
შეგროვება
მონაცემთა შეგროვება
განხორციელდა შემდეგი მეთოდებით:
● ანკეტა-
კითხვარი და თვითშეფასების კითხვარი მოსწავლისათვის(იხ. დანართი
#1)
● ანკეტა-კითხვარი
მშობელთათვის (იხ. დანართი
#2)
4.3.
კვლევის
ვადები
აქტივობა
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
მარტი
|
აპრილი
|
მაისი
|
ივნისი
|
კლასისა და საკვლევი პრობლემის შერჩევა
|
X
|
||||||||
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
|
X
|
||||||||
ანკეტა-კითხვარების შემუშავება
|
X
|
||||||||
გამოკითხვა
|
X
|
||||||||
მიღებული შედეგების ანალიზი
|
X
|
X
|
|||||||
სავარაუდო ინტერვენციის განხილვა
|
X
|
||||||||
ინტერვენციის განხორციელება
|
X
|
||||||||
ინტერვენციის შედეგების ანალიზი
|
X
|
||||||||
პრეზენტაცია კათედრაზე, პედაგოგებთან
|
X
|
თავი
V
კვლევის
შედეგები
5.1.
გამოკითხვის,
ანკეტა-ინტერვიუს შედეგების ანალიზი
ჩვენი
კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა , რამდენად
ემთხვევა მასწავლებლის შეფასება და მოსწავლის
თვითშეფასება ერთმანეთს და თუ არ არის თანხვედრაში, დაგვედგინა მიზეზები იმის, თუ რატომ
არ ემთხვევა ისინი ერთმანეთს და გვეპოვა პრობლემის მოგვარების გზები.
ანალიზის
შედეგად დადგინდა, რომ:
გამოკითხულ
მოსწავლეთა 64% ფიქრობს, რომ ემთხვევა მისი და მასწავლებლის შეფასება, ხოლო 34%
ფიქრობს, რომ ნაწილობრივ ემთხვევა, 2% ფიქრობს
, რომ არ ემთხვევა.
გამოკითხულ მოსწავლეთა 90% იცნობს შეფასების
კრიტერიუმებს,
10% არ იცნობს.
მოსწავლეთა
84% ფიქრობს, რომ შეფასებისას მასწავლებელი ობიექტურია, ხოლო 16% ფიქრობს , რომ მასწავლებელი არაა ობიექტური,
ხოლო კითხვაზე
აკმაყოფილებთ თუ არა დღევანდელი შეფასების
სისტემა, მოსწავლეთა 74% პასუხობს,, რომ აკმაყოფილებთ, ხოლო 17%-ს არ აკმაყოფილებს,
9%-მა კითხვა ვერ გაიგო.
გამოკითხულთა 47% მშობლისა და მოსწავლის შეფასება ემთხვევა ერთმანეთს.
გამოკითხულთა
40%-ში მშობლის შეფასება მოსწავლის შეფასებაზე
მაღალია.
გამოკითხულთა
13% -ს უჭირს საკუთარი თავის შეფასება.
გამოკითხულთა
მხოლოდ 27%-ის შეფასებები არის თანხვედრაში მასწავლებლის შეფასებასთან, გასათვალისწინებელია,
რომ აღნიშნული თანხვედრა ძირითადად უმაღლეს
(10) ქულას უკავშირდება.
შედეგების
ანალიზიდან გამომდინარე, გამოვიტანეთ დასკვნა, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ მოსწავლისა
და მასწავლებლის შეფასებები არ ემთხვევა ერთმანეთს არის ის, რომ ისინი არ იცნობენ ეროვნული
სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგებს, შეფასების დროს ხელმძღვანელობენ ზეპირი გამოკითხვით
მიღებული შედეგებით და გამოაქვთ არაადეკვატური დასკვნები, ისინი არ ფლობენ შეფასების
ინსტრუმენტებს, რომლების იქნება ვალიდური იმ ცოდნის და უნარებისა, რასაც მოცემული კლასის
სტანდარტი მოითხოვს. ასევე , ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მოსწავლეები ვერ აფასებენ
საკუთარ თავს ობიექტურად, არის ის, რომ მათ არ აქვთ ,(ისინი წელს ფასდებიან განმსაზღვრელი
შეფასებით) დიდი ხნის პრაქტიკა რუბრიკების გამოყენების.
თავი
VI
ინტერვენციის
აღწერა და მისი შედეგები
⇨ ინტერვენციის
აღწერა
ინტერვენციის
საწყის ეტაპზე დავგეგმეთ და ჩავატარეთ სამუშაო შეხვედრა მოსწავლეთა მშობლებთან, შეხვედრის
მიზანს წარმოადგენდა ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებისა და შეფასების რუბრიკების
გაცნობა მშობელთათვის.
შეხვედრას
25 მშობელი დაესწრო. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმართა დისკუსია: მშობელთა ერთი ნაწილი
თვლიდა, რომ ბავშვი თუ ყოველთვის მომზადებული მოდის, მშობელს აბარებს გაკვეთილს, ყვება, დავალებას წერს, 10 ქულა ეკუთვნის. ამ ლოგიკით
9 და 8 ქულა უცოდინრობის, მოუმზადებლობის სიმბოლოა, როცა ბავშვი არ სწავლობს. მეორე
ნაწილი მიიჩნევდა, რომ მაღალი ქულა არ არის
ადვილად მოსაპოვებელი, თუმცა ისინიც თვლიდნენ, რომ ბავშვი ყოველთვის მომზადებული უნდა
იყოს, 10 ქულა რომ დაიმსახუროს. მშობელთა შედარებით მცირე ნაწილი საუბრობდა მოსწავლის
ანალიზის, კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების
უნარებზე, რომ მხოლოდ ტექსტების ცოდნა ძალიან მცირეა მაღალი ქულების მისაღებად. უფრო
გაჭირდა 9 და 8 ქულაზე მსჯელობა---თითქმის ყველა მშობელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული
შვილის მეცადინეობის პროცესში, მიიჩნევს, რომ „ყოველთვის აკონტროლებს ბავშვს და ყოველთვის
მომზადებულს უშვებს, ამიტომ ათიანს იმსახურებენ“. ის მშობლები, რომლებიც მოუცლელობის
თუ სხვა მიზეზების გამო ვერ აკონტროლებენ შვილის სწავლას, არც ფიქრობენ მაღალ ქულებზე,
თუმცა მიაჩნიათ, რომ „8 ქულა მაღალი სულაც არ არის“.
ინტერვენციის
ამ ეტაპის მიზანი იყო შეგვექმნა მშობლებისთვის
მოტივაცია სტანდარტის განხილვისთვის, შეგვექმნა მათთვის
განწყობა აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ.
მშობელთა
მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მათ განსახილველად შევთავაზეთ ესგ-ით გათვალისწინებული
საგნობრივი სტანდარტი. გავაცანით შეფასების სამი ძირითადი მიმართულება---წერა, კითხვა,
ზეპირმეტყველება. შეხვედრა, სამუშაო პროცესი ინტერაქტიური იყო--- თითოეულ მათგანზე
მშობლებს საკუთარი მოსაზრების გამოხატვას ვთხოვდით,
ანუ, მათი აზრით, რა იგულისხმებოდა თითოეულ მიმართულებაში. შემდეგ სათითაოდ განვიხილეთ
თითოეული მიმართულება.
შეხვედრის
ბოლოს მშობელთა შეხედულება გარკვეულწილად შეიცვალა, თუმცა მათი ნაწილი ფიქრობს, რომ
„ეს ყველაფერი შეუძლებელია, მეხუთე კლასის მოსწავლემ შეძლოს, ასეთ შემთხვევაში უმაღლეს
ქულებს თითქმის ვერავინ მიიღებს.“
შემდეგი
ეტაპი ითვალისწინებდა მოსწავლეებთან შეხვედრას, რუბრიკების განხილვასა და თვითშეფასების
რუბრიკების შევსებას, რომელიც სათანადოდ შევიმუშავეთ ინტერვენციის წინა შეხვედრაზე.
რუბრიკაში მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე იყო ჩაშლილი ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტთან
შესაბამისი აქტივობები, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ვახორციელებდით. მოსწავლეებთან
მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, გვქონდა იმიტირებული გაკვეთილი, მოსწავლეებმა გამოიყენეს
სხვადასხვა აქტივობის (თხრობა, წერა, პრეზენტაცია, დისკუსია) შეფასების რუბრიკები,
შეძლეს (ჯგუფის, მეწყვილისა და საკუთარი თავის) შეფასება. ვისაუბრეთ ობიექტურ და
არაობიექტურ შეფასებაზე. მოსწავლეებმა შეავსეს თვითშეფასების რუბრიკები.
⇨ ინტერვენციის
შეფასების მეთოდები
ინტერვენციის
შეფასებისთვის გამოვიყენეთ :
ინტერვიუ
მშობლებთან ზეპირი
გამოკითხვის სახით, ინტერვიუს მიზანი იყო გაგვეგო მათი შეხედულება შეფასების მეთოდებთან
დაკავშირებით, მთავარ კითხვას წარმოადგენდა: იყო თუ არა ცხადი ის მოთხოვნები, რომლებიც
ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარეობს და რუბრიკა აფასებს თუ არა სრულად მისაღწევ
შედეგებს?
მოსწავლის
თვითშეფასების რუბრიკა
რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლის ობიექტური შეფასების უნარის შემოწმებას
⇨ ინტერვენციის
შედეგები
ინტერვენციამ
მოგვცა ის შედეგი, რომელიც მისაღებია სწავლების
ამ საფეხურზე, კერძოდ, მე-5 კლასში, რადგან ამ ეტაპზე საჭირო იყო როგორც მოსწავლეებს,
ასევე მშობლებს გაეცნობიერებინათ ის ფაქტი, რომ იწერება განმსაზღვრელი შეფასება და
შეფასებას ვწერთ ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან გამომდინარე და არა
უბრალოდ მოყოლილი ან ვერ მოყოლილი გაკვეთილის მიხედვით. რომ აქტივობები მრავალფეროვანია
და თითოეულს შესაბამისი რუბრიკით ვაფასებთ.
როგორც
მშობელთათვის, ასევე მოსწავლეთათვის ცხადი გახდა ის ეროვნული მოთხოვნები, რომლებსაც
უნდა შეესაბამებოდეს მათი ცოდნა და უნარები.
თავი
VII
მიგნებები,
რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები
⇨ მიგნებები
● სისტემატურად
არ ვიყენებთ შეფასების რუბრიკებს, დიდ შრომას მოითხოვს რუბრიკის შექმნა კონკრეტული
გაკვეთილისთვის.
● ზოგადი
სახის რუბრიკების გამოყენება უკარგავს სიცხადეს შეფასებას მოსწავლისათვის.
⇨ რეკომენდაციები
● მუდმივად
უნდა გამოვიყენოთ შეფასების და თვითშეფასების
რუბრიკები და მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, თავად მიიღონ მონაწილეობა შეფასების სქემების
შექმნაში.
● შევქმნით
რაც შეიძლება მეტ კონკრეტული სახის რუბრიკას, რომლებსაც მოსწავლეები განათავსებენ საკუთარ
პორტფოლიოში და გამოვიყენებთ კონკრეტული აქტივობის შესაბამისად.
⇨ თვითკრიტიკა
საკუთარი
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არ იყო მარტივი, რადგან მკვლევარისგან მოითხოვდა ობიექტურ
მიდგომებს, საკუთარი სუსტი მხარეების დანახვას,
რაც გარკვეულწილად სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა შევეცადეთ პრობლემა შეგვეფასებინა
სწორი კუთხით, თან საკუთარი სისუსტეები გამოგვევლინა. წლის დასაწყისში, მთავარ ამოცანას
წარმოადგენდა ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გაცნობა, რომელიც შევასრულეთ,
თუმცა ზედაპირულად, რადგან სათანადოდ არ აისახა პრაქტიკაში.
დასკვნა
ჩვენ მიერ ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მე-5 კლასში მასწავლებლის შეფასებისა
და მოსწავლის თვითშეფასების შეუსაბამობის მიზეზებია:
● ეროვნული
სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების არცოდნა.
● მშობელთა
და მოსწავლეთა მაღალი მოლოდინები.
●
შეფასების
რუბრიკების პრაქტიკაში არასისტემატური გამოყენება
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად გადავდგით
გარკვეული ნაბიჯები: პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით ჩავატარეთ გამოკითხვა, გამოტანილი დასკვნების საფუძველზე კი დავგეგმეთ ინტერვენცია.
ინტერვენციამ გვიჩვენა, რომ გარკვეულწილად მოვაგვარეთ პრობლემა, თუმცა დროის სიმცირის
გამო შედეგი არ იყო სრულყოფილი. ვიმედოვნებთ, მომავალი სასწავლო წელი მოგვცემს საშუალებას
ვიხელმძღვანელოთ გამოტანილი დასკვნებით და სრულვყოთ კვლევის დროს დასახული მიზნები.
კვლევის ანგარიში მის განმახორციელებლებს
და მის კოლეგებს დაეხმარება:
. შეფასების სისტემისა და მისი ცალკეული კომპონენტების ეფექტური მუშაობის მისაღწევად საჭირო საქმიანობის დაგეგმვასა და რეალიზებაში;
. კვლევის დაწყების დროისათვის არსებული ვითარების შესწავლაში, რათა
მოხდეს ეფექტიანი მონიტორინგი კვლევის განხორციელების პროცესზე და ადეკვატურად შეფასდეს
ინტერვენციის გავლენა სამიზნე ჯგუფებზე.
.კვლევის მიმდინარეობისას და მისი შედეგების მონიტორინგი და შეფასება, შესაბამისი შუალედური
და საბოლოო ანგარიშები და დასკვნები შესაძლებლობას მისცემს მკვლევარებს შედარებითი
ანალიზის მეშვეობით შეაფასონ შეფასების სისტემის მუშაობის საბოლოო ეფექტიანობა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ეროვნული
სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი. ეროვნული
სასწავლო გეგმა 2011-16.
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრი (მპგც). 2008. სწავლება და შეფასება.
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებ-გვერდი,
03.09.2013წ.
რეფლექსია
2017 სასწავლო წლის დასაწყისში ქართული ენისა და
ლიტერატურის პედაგოგმა მაია გელაშვილმა შემომთავაზა ჩაგვეტარებინა პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა საკითხზე, რომელიც ნამდვილად აქტუალური იყო. ყველაზე
მნიშვნელოვნად
სწორედ
ეს
საკითხი
ჩავთვალეთ. პრობლემა ის იყო, მოვახერხებდით თუ არა მოსწავლეთა
შეფასებას ისე, რომ განმსაზღვრელი ქულები რეალური
ყოფილიყო.
მოსწავლესა
და
მშობელს
არ
გასჩენოდა
დამატებითი
კითხვები
ამ
თემაზე.
მიზნად
დავისახეთ,
რომ
მათი
მოტივაცია
არ
გამქრალიყო,
რადგან
მეხუთე
კლასში
ყოველთვის
მაღალი
მოლოდინები
ჩნდება
და
არც
მარტივად
მაქსიმალური
ქულებისთვის
მიგვეჩვია.
დავფიქრდით
იმაზეც,
ხომ
არ
გვქონდა
ზედმეტად
მაღალი
მოლოდინები
მოსწავლეებისგან
.
აღნიშული საკითხი მუდმივად
წარმოადგენდა დაწყებითი კლასებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების სადავო
თემას. ამ თემაზე მუდმივად გვქონდა დიალოგი, ხშირი აზრთა გაცვლა-გამოცვლა მე და ქართული
ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მაია გელაშვილს.
კვლევის სამიზნე ჯგუფად შევარჩიეთ
მე-5 კლასი და კვლევის ვადებად განვსაზღვრეთ 2017-2018 სასწავლო წელი ოქტომბრიდან ივნისამდე.
პრობლემა გამოკვეთილი იყო, აცდენა იყო მასწავლებლის
განმსაზღვრელ შეფასებასა და მოსწავლეთა თვითშეფასებას
შორის. საკითხის დამუშავება დავიწყეთ საჭირო ლიტერატურის მოძიებით და წამოჭრილი საკითხების
იდენტიფიცირებით. ერთობლივად, ხელახლა გავიარეთ ე.ს.გ. მისაღწევი შედეგები მეოთხე და
მეხუთე კლასებში. პროგრამის გადაჭრის გზების ძიება მოითხოვდა მასწავლებლისა და მშობლების
მუდმივ კონტაქტს. მუშაობის პროცესი იყო რთული მაგრამ, საინტერესო. მოგვიხდა ისეთ საკითხებზე
ყურადღების გამახვილება რომლებსაც ადრე დიდ
ყურადღებას არ ვუთმობდით, მოგვიწია ბევრი რამის შეცვლა ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში.
კოლეგებთან ჩვენი პირველი თანამშრომლობა კვლევის
შესახებ
სწორედ
ამ
საკითხზე
შედგა.
გადავწყვიტეთ,
მათთვის
გაგვეზიარებინა
ჩვენი
კვლევის
საკითხები
და
მოგვესმინა
მათი
მოსაზრებებიც
აღნიშნულ
საკითხზე.
ვინაიდან
ჩვენი
კვლევის
ობიექტი
ერთი
კონკრეტული
მეხუთე
კლასი
იყო,
აღნიშნული
საკითხიც
სწორედ
ამ
კლასის
სხვადასხვა
საგნის
მასწავლებლებთან
განვიხილეთ.
საინტერესო
იყო,
ჰქონდათ
თუ
არა
მათაც
იგივე
პრობლემა. როგორც მოველოდით, აღნიშნული საკითხი ყველა მასწავლებლისთვის ერთნაირად პრობლემური
იყო.
უფრო
მეტიც,
თვლიდნენ,
რომ
სწორედ
ქულების
პირველი
გამოჩენა
იყო
ყველაზე
დიდი
ხელისშემშლელი
ფაქტორი
მოსწავლესა
(აგრეთვე
მშობელს)
და
მასწავლებელს
შორის
ჯანსაღი
ურთიერთობის.
შევადგინეთ ანკეტა-კითხვარები და თვითშეფასების კითხვარი მოსწავლეებისათვის.
ანკეტა - კითხვარი მშობლებისთვის. ვახდენდით ანკეტების განხილვას და კლასიფიკაციას,
რაც გვეხმარებოდა შემდგომი ეტაპის დანერგვაში.
კოლეგებს
გავაცანით
მეთოდები,
რის
გამოყენებასაც
ვაპირებდით:
1. კვლევის
საწარმოებლად
კითხვარები
მოსწავლისა
და
მშობლისთვის
2.მათი შეხედულებების
შეჯერება,
3.ინტერვიუ.
გარკვეული საკითხების ანალიზის შემდგომ, რაც დავინახეთ, ეს იყო, რომ მოსწავლის
და მასწავლებლის შეფასება არ ემთხვეოდა ერთმანეთს და ამის გამომწვევი მიზეზი ბევრი
გახლდათ, გამოვყავით რამდენიმე ძირითადი:
განმავითარებელი შეფასებიდან
განმსაზღვრელ შეფასებაზე გადასვლა;
ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი
შედეგების არცოდნა;
მშობელთა და მოსწავლეთა მაღალი
მოლოდინები;
შეფასების რუბრიკის პრაქტიკაში
არასისტემატიური გამოყენება.
ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა
ნებისმიერ პედაგოგს დაეხმარება მიზნობრივად დაგეგმოს მთელი რიგი ინტერვენციები.
კოლეგებმა
ჩათვალეს,
რომ
აღნიშნული
მეთოდები
საკმაოდ
ეფექტური
იქნებოდა,
თუმცა
კიდევ
შეიძლებოდა
მეტი
მეთოდის
გამოყენება.
მაგალითად,
დაწყებითი
კლასის მასწავლებლების ჩართვა კვლევის
ფოკუს-ჯგუფად,
სხვა
საგნის
მასწავლებლების
გამოკითხვა
და
ა.
შ.
აღნიშნული
უკუკავშირი
მისაღები
იყო
ჩვენთვის,
ჩვენც
გვქონდა
ნაფიქრი
იმავეზე,
თუმცა
ჩავთვალეთ,
რომ
ასე
კვლევა
უფრო
ფართომასშტაბიანი
გახდებოდა,
რაც
საწარმოებლადაც
გაცილებით
რთული
აღმოჩნდებოდა,
თანაც
გასცდებოდა
მასწავლებლის
პრაქტიკის
კვლევას,
ეს
უფრო
ზოგადი,
სკოლის
საჭიროებიდან
გამომდინარე
კვლევად
იქცეოდა,
ამიტომ
შევჩერდით
უკვე
შერჩეულ
მეთოდებზე.
მეორედ კოლეგებთან
სამუშაო
შეხვედრა
უკვე
მონაცემების
შეგროვებისა
და
ანალიზის
შემდეგ
გავმართეთ.
გავაცანით
მიღებული
შედეგები,
რაც
საინტერესო
აღმოჩნდა
მათთვისაც,
რადგან
შედეგებში
გამოიკვეთა
ის
მიზეზები,
რომლებიც
იწვევს
აცდენას
მასწავლებლის
შეფასებასა
და
მოსწავლის
თვითშეფასებას
შორის:1.
ესგ-ით გათვალისწინებული
მისაღწევი
შედეგების
არცოდნა.
2. შეფასების
სქემების,
რუბრიკების
არასისტემატური
გამოყენება.
3. იმავე
რუბრიკების
ზოგადი
ფორმა.
ამ შეხვედრის
შემდეგ
მონაცემთა
ანალიზის
შედეგებზე
დაყრდნობით
დავგეგმეთ
ინტერვენციები
მეხუთე
კლასის
მოსწავლეებისა
და
მშობლებისათვის.
ესგ-ის სტანდარტის
გაცნობა,
შეფასებისა
და
თვითშეფასების
სქემების,
რუბრიკების
დახვეწა,
სისტემატური
გამოყენება,
რაც
კვლავ
გავაცანით
კოლეგებს.
მათგან
მივიღეთ
უკუკავშირი,
რომ
დაგეგმილი
ინტერვენციები
შესაბამისია
კვლევისას
გამოვლენილი
პრობლემებისას
და
ეფექტურია მათ მოსაგვარებლად.
ინტერვენციის
შემდეგ
მიღებული
შედეგები,
კვლევის
საბოლოო
ანგარიშში
წარმოვადგინეთ
უკვე
სკოლის
პედაგოგიურ
კოლექტივთან
პრეზენტაციის
powerpoit-ის
საშუალებით
.
No comments:
Post a Comment