კურიკულუმები/კომპლექსურები

2023-2024 სასწავლო წლის კურიკულუმები

Iკლასი

IIკლასი

IIIკლასი

IVკლასი

Vკლასი

VIკლასი

VIIკლასი

VIIIკლასი

IXკლსი

Xკლასი

XIIკლასი






2022-2023 სასწავლო წლის კურიკულუმები



Iკლასი

IIკლასი

IIIკლასი

IVკლასი

Vკლასი

VIკლასი

VIIკლასი

VIIIკლასი

IXკლასი

Xკლასი




2022-2023 სასწავლო წლის კომპლექსური         დავალებები


Iკლასი 

IIკლასი

IIIკლასი

IVკლასი

Vკლასი

VIკლასი 

VIIკლასი

VIIIკლასი

IXკლასი



2022-2023 სასწავლო წლის შემაჯამებელი წერის ანგარიშები



 2022-2023 სასწავლო წლის მასწავლებლების საგნის ანგარიშები








 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - მდინარისა და მთის წყაროს შედარებითი დახასიათება (ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „მთის წყარო“ მიხედვით)

სამიზნე ცნება:

ტექსტი - მოთხრობა

ფუნქციური სამეტყველო ქმედება:

 

შედეგი:

II. 3; II. 5; II. 7; II. 8; II. 9; II. 10

I. 1; I. 2; I. 3; I. 4; I; 5;I. 9;  I. 13; I. 14; I. 15

 

დავალების პირობა

შეადარეთ ერთმანეთს ვაჟა-ფშაველას მოთხრობის „მთის წყარო“ ორი პერსონაჟი: მთის წყარო და მდინარე და წარმოადგინეთ შედარების შედეგები წერითი ნამუშევრის სახით. 

 

ნამუშევარში:

Ø  გამოკვეთეთ, რა მსგავსება-განსხვავებაა მთის წყაროსა და მდინარეს შორის; 

Ø  შედარებისას გამოიყენეთ მსგავსებისა და განსხვავების გამომხატველი სიტყვები;

Ø  ისაუბრეთ, როგორი დამოკიდებულება აქვს ავტორს თითოეული მათგანის მიმართ  და რატომ;

Ø  თქვენი მოსაზრებების დასასაბუთებლად დაიმოწმეთ ტექსტიდან შესაბამისი ადგილები;

Ø  დაიცავით აბზაცები,  გამოიყენეთ სასვენი ნიშნები.

 

ნაშრომის პრეზენტაციისას წარმოაჩინეთ:

·        რამდენად და როგორ იკვეთება პერსონაჟების მახასიათებლები თუ დამოკიდებულებები ტექსტში არსებულ მინიშნებებში: მათ მეტყველებაში, ქმედებებში, სხვებთან ურთიერთობაში, მწერლისეულ შეფასებებში (ტ. 1, 2);

·        რატომ თვლით, რომ თქვენი  ტექსტი შედარებით დახასიათებას წარმოადგენს (ფ. 1, 2);

·        რის საფუძველზე  გამოყავით  აბზაცები (ფ. 3);

·        რა სტრატეგიები გამოიყენეთ ნამუშევრის შესაქმნელად (ტ. 3).

რესურსები:

 

ვაჟა-ფშაველა - „მთის წყარო“

 

 

მე–7 კლ.

 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - იგავის დაწერა სულხან-საბას იგავის - „კუ და მორიელის“ - შეგონების საფუძველზესათანადო ენობრივ-სტილური საშუალებების გამოყენებით. 

სამიზნე ცნება:

ჟანრი

კომპოზიცია

სტრატეგიები

 

შედეგი: 3, 6, 8, 9, 11, 12

1, 2, 6, 8, 10, 11, 12

11, 12

 

დავალების პირობა

შესწავლილი ნაწარმოების ჟანრის ცოდნის გამოყენებით ( სულხან-საბას იგავის - „კუ და მორიელი“) მოიფიქრეთ და დაწერეთ ამავე ჟანრის ტექსტი მთავარ იდეაზე .

წერისას დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები. წერის დასრულების შემდეგ გადაიკითხეთ ნამუშევარი მკითხველის თვალით, შეიტანეთ საჭირო შესწორებები და შეადგინეთ საბოლოო ვერსია.

 

ნამუშევარში:

ü  პერსონაჟების სახით წარმოაჩინეთ ცხოველები ან მცენარეები;

ü  მოიფიქრეთ ისეთი სიუჟეტი, რომელიც თქვენი აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს შეგონებას, შეარჩიეთ  შესაბამისი მოქმედების დრო და ადგილი  ;

ü  წარმოაჩინეთ ამბის დასასრული, გაგრძელება და დასასრული ;

ü  გამოკვეთეთ 2 ნაწილი (თხრობითი ნაწილი, შეგონება),  დაიცავით აზრობრივი შესაბამისობა მათ შორის ;

ü  გამოიყენეთ იგავებისთვის დამახასიათებელი ენა და სტილი .

 

 

ნამუშევრის წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:

·  რამდენად და როგორ წარმოაჩინეთ შეთხზულ იგავში თქვენთვის ნაცნობი იგავების ჟანრული მახასიათებლები (ჟანრი);

·  რამდენად და როგორ შეესატყვისება თქვენ მიერ მოფიქრებული სიუჟეტი და პერსონაჟები შეგონებას, რა მინიშნებებს იყენებთ დედააზრის/შეგონების გამოსაკვეთად (ჟანრი, კომპოზიცია).

·  კონკრეტულად, რით გააუმჯობესეთ პირველი ვერსია/რა შესწორებები შეიტანეთ მასში და რატომ (სტრატეგიები).

 

რესურსები:

 

 

 

 

 

 

 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - თორნიკე ერისთავის  დახასიათება აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავის“  მიხედვით.

სამიზნე ცნება:

კომპოზიცია

ენობრივ–გამომსახველობითი საშუალებები

სტრატეგიები

 

შედეგი: 1, 2, 6, 8, 10, 11, 12

9, 10,11, 12

11, 12

 

დავალების პირობა

წერილობით დაახასიათეთ აკაკი წერეთლის პოემის „თორნიკე ერისთავი“ პერსონაჟი თორნიკე ერისთავი.

წერისას გამოკვეთეთ აბზაცები, დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები.

ნამუშევარში:

ü  მოკლედ მიმოიხილეთ ნაწარმოებში ასახული ეპოქა;

ü  წარმოაჩინეთ თორნიკეს ვინაობა, გარეგნული და პიროვნული მახასიათებლები,  შინაგანი სამყარო, ფასეულობები, დამოკიდებულება სხვა პერსონაჟების მიმართ და პირიქით, სხვა პერსონაჟების დამოკიდებულებები თორნიკეს მიმართ;

ü  გამოკვეთეთ, რა ენობრივ საშუალებებს იყენებს მწერალი თორნიკეს  დასახასიათებლად, მისდამი საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად;

ü  ისაუბრეთ, როგორია თქვენი დამოკიდებულება თორნიკეს მიმართ, მის რომელ პიროვნულ მახასიათებელს გამოკვეთდით განსაკუთრებით და რატომ;

ü  თქვენი მოსაზრებების დასასაბუთებლად დაიმოწმეთ კონკრეტული ადგილები პოემიდან;

ü  გამოკვეთეთ  ესეს სამნაწილიანისტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.  

 

ნაშრომის წარდგენისას ისაუბრეთ:

·         რატომ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ნაშრომი დახასიათებაა (კომპოზიცია);

·         რამდენად  სრულყოფილად ასახეთ  თორნიკე ერისთავის პიროვნება და როლი, რომელსაც ის ასრულებს პოემის თემისა და მთავარი იდეის წარმოჩენაში (კომპოზიცია);

·         რამდენად ნათლად გამოკვეთეთ პოემაში გამოყენებული მხატვრული ხერხების დანიშნულება (ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები);

·         რა გასწავლათ პერსონაჟმა, რით არის იგი ღირებული თქვენთვის, როგორც მკითხველისთვის  (კომპოზიცია);

·         რა ნაბიჯები გადადგით დავალების შესასრულებლად (სტრატეგიები).

რესურსები:

 

აკაკი წერეთელი, „თორნიკე ერისთავი“

 

 

 

 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - საყვარელი ადგილის შესახებ შთაბეჭდილებისა და დამოკიდებულებების გაზიარება (ზეპირი პრეზენტაციის სახით).

სამიზნე ცნება:

კომპოზიცია

საკომუნიკაციო სიტუაცია

სტრატეგიები

1, 2, 6, 8, 10, 11, 12

8, 11, 12

11, 12

შედეგი:

 

დავალების პირობა

მოამზადეთ და კლასის წინაშე წარადგინეთ პრეზენტაცია: „ჩემი საყვარელი ადგილი ბუნებაში“, რომლის მიზანი იქნება თქვენი თანატოლების დაინტერესება ამ ადგილით. პრეზენტაცია შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სახით –PP ფორმატშიან ფლიპჩარტზე წარმოდგენილი ფოტოებისა და მათი შესაბამისი ტექსტის სახით.

პრეზენტაციის დრო 5-7 წუთი.

 

პრეზენტაციაში:

ü „გააცოცხლეთ“ თქვენი საყვარელი ადგილი მნიშვნელოვანი დეტალების წარმოჩენით (მაგ., რა ფერებია, რა ბინადრობს იქ, რა ხმები ისმის, რა სურნელი დგას, რა ემოციას იწვევს თქვენში და რატომ);

üისაუბრეთ,რატომააესადგილითქვენთვისგამორჩეული, რა შეიძლება განიცადოს და შეიგრძნოს თქვენმა თანატოლმა იქ მოხვედრისას;

ü გამოკვეთეთისთავისებურებები, რომლებიც, თქვენი აზრით, განსაკუთრებით დააინტერესებს მსმენელებს.

 

პრეზენტაციის წარდგენისას ისაუბრეთ:

·         რამდენად გასაგებად და მწყობრად წარმოაჩინეთ თქვენს პრეზენტაციაში  საყვარელი ადგილის სპეციფიკა და თქვენი დამოკიდებულება(კომპოზიცია)

·         რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი  საინტერესო იქნება აუდიტორიისთვის (საკომუნიკაციო)

·         რა სტრატეგიები გამოიყენეთ დავალებაზე მუშაობისას (სტრატეგიები).

მსმენელის დღიური

·         რომელი სიტყვა, წინადადება ფრაზა, ფოტო მომეწონა ყველაზე მეტად და რატომ?

რამ დამაინტერესა ყველაზე მეტად, რატომ მომინდა თანატოლის მიერ აღწერილ ადგილზე მოხვედრა?

რესურსები:

 

ვაჟა-ფშაველა - „ხმელი წიფელი“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე–8 კლ.

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - წარმოსახვითი ინტერვიუს დაწერა ნ. ბარათაშვილის ,,ფიქრი მტკვრის პირას’’  ლირიკულ გმირთან

სამიზნე ცნება:

ჟანრი

კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე

სტრატეგიები

 

შედეგი: 3, 6, 8, 9, 11, 12

1, 2, 6, 8, 10, 11, 12)

11, 12

დავალების პირობა

მოამზადეთ და დაწერეთ წარმოსახვითი ინტერვიუ ნ. ბარათაშვილის ლექსის ,,ფიქრი მტკვრის პირას’’ ლირიკულ გმირთან. მოირგეთ ჟურნალისტის როლი და დაუსვით მას 5-8 შეკითხვა, დაწერეთ  სავარაუდო პასუხებიც. გაითვალისწინეთ, რომ კითხვები მიმართული უნდა იყოს იმგვარი ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც ტექსტში პირდაპირ არ არის მოცემული. ხოლო პასუხები უნდა შეესაბამებოდეს  ტექსტში მოცემულ მინიშნებებს და ასახავდეს ლირიკული გმირის სახის თქვენეულ გაგებას. 

წერისას დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები.

 

ნამუშევარში:

 

·         წარმოაჩინეთ ლირიკული გმირის  განწყობა, განცდები, ბუნებისადმი  მისი დამოკიდებულება;

·         გამოკვეთეთ ლირიკული გმირის ინტერესების, მოტივაციის ფასეულობების ცოდნა;

·         გამოკვეთეთ ლექსში წამოჭრილი პრობლემისადმი რესპონდენტის დამოკიდებულება;

·         წარმოაჩინეთ ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა.

 

ნამუშევრის პრეზენტაციისას ისაუბრეთ:

 

·         რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი ნამუშევარი ინტერვიუა (ჟანრი);

·         როგორ გამოიყენეთ ტექსტში არსებული მინიშნებები ლირიკული გმირის  სახისა და მისი მსოფლმხედველობის გადმოსაცემად (კომპოზიცია); 

·         რამდენად დაგეხმარათ ინტერვიუზე მუშაობა თემის, მთავარი იდეის უკეთ გააზრებაში (კომპოზიცია);

·         რა ნაბიჯები გადადგით დავალებაზე მუშაობისას (სტრატეგიები)

რესურსები:

 

 

 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - რ. ინანიშვილის მოთხრობის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“ სიუჟეტის ფინალის შეცვლა

 

 

სამიზნე ცნება:

ჟანრი

კომპოზიცია

ენობრივ–გამომსახველობითი საშუალებები

სტრატეგიები

შედეგი:

- 3, 6, 8, 9, 11, 12

1, 2, 6, 8, 10, 11, 12

9, 10,11, 12

11, 12

დავალების პირობა

ინანიშვილის მოთხრობის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“ მინიშნებებზე დაყრდნობთ შეცვალეთ სიტუაცია იქიდან, საიდანაც პერსონაჟები დუელზე შეთანხმდებიან.

 დაიცავით ენობრივი ნორმები და სასვენი ნიშნების წერის წესები.

ნაშრომში:

ü  გაითვალისწინეთ ჟანრობრივი მახასიათებლები;

ü  წარმოაჩინეთ, შეცვლიდა თუ არა თავის გადაწყვეტილებას რომელიმე პერსონაჟი, გამომდინარე ტექსტის მინიშნებებიდან;

ü  გამოკვეთეთ პერსონაჟების ქცევის მოტივი;

ü  დაიცავით აზრობრივი შესაბამისობა ტექსტთან;

ü  გამოიყენეთ ნასწავლი მხატვრული ხერხები თქვენი სათქმელის გადმოსაცემად.

ნაშრომის წარდგენის შემდეგ ისაუბრეთ:

·         რატომ ფიქრობთ, რომ ნაწარმოების ფინალი სწორედ ასეთი იქნებოდა (ჟანრი, კომპოზიცია)

·         როგორ შეცვალა/არ შეცვალა ავტორის სათქმელი თქვენეულმა დასასრულმა(კომპოზიცია)

·         რა ფუნქცია აქვს თქვენს ნაშრომში მხატვრულ ხერხებს (ენობრივი)

·         რა ნაბიჯები გადადგით დავალების შესრულებისას(სტრატეგიები)

რესურსები:

 

 

 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“  ერთ-ერთი პერსონაჟის (მაგ., სოფიოს, დათას, სოლოს, სოფიოს მამის, დათას დედის, წამქეზებელი მოხუცის, დედაკაცის, რომელმაც ქვა შეაჩეჩა სოფიოს)ლინჩის წესით გასამართლებასთან დაკავშირებული დამოკიდებულებისგადმოცემა მონოლოგის სახით. 

სამიზნე ცნება:

კომპოზიცია/შინაარსობრივი მხარე

ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები

სტრატეგიები

 

შედეგი:

1, 2, 6, 8, 10, 11, 12)

9, 10,11, 12

11, 12

დავალების პირობა

შეარჩიეთ მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ ერთ-ერთი  პერსონაჟი (სოფიო, დათა, სოლო, დედაკაცი, რომელმაც ქვა შეაჩეჩა სოფიოს, სოფიოს მამა, დათას დედა, წამქეზებელი მოხუცი) და,   ტექსტში მოცემულ მინიშნებებზე დაყრდნობით, მონოლოგის სახით გადმოეცით მისი ფიქრები და განცდები  გასამართლებასთან დაკავშირებით. 

წერისას დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაციის წესები.

 

მონოლოგში:

Ø  წარმოაჩინეთშერჩეული პერსონაჟის ხედვის კუთხე -  რა ამოძრავებს მას, რას შეიძლება  იგი ფიქრობდეს, გრძნობდეს, ამბობდეს ლინჩის წესით გასამართლების დროს;

Ø  გადმოეცით, როგორ აფასებს იგი ლინჩის წესით გასამართლებას - რა  წარმოდგენა აქვს სამართალსა და სამართლიანობაზე, დანაშაულსა და სასჯელზე; 

Ø  წარმოაჩინეთ შერჩეული პერსონაჟის დამახასიათებელი  მეტყველების სტილი (მაგ., დიალექტური ფორმები).

 

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრეთ:

·         რამდენად დაგეხმარათ შერჩეულიპერსონაჟის ხედვის პერსპექტივის  წარმოჩენა მოთხრობის  თემისა და იდეის უკეთ გააზრებაში (კომპოზიცია);

·         რამდენად დაგეხმარათ პერსონაჟის მეტყველების სტილის გათვალისწინება მისი სახის უკეთ გააზრებაში (ენობრივი);

·         რა სტრატეგიები/ხერხები გამოიყენეთ  დავალების შესრულებისას (სტრატეგიები).

რესურსები:

 

მიხეილ ჯავახიშვილი - „ეშმაკის ქვა

 

 

 

 

მე–9 კლ.

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - წარმოსახვითი ინტერვიუს დაწერა გადასახლებულ დიმიტრი ყიფიანთან ა.წერეთლის,,განთიადზე“ დაყრდნობით.

სამიზნე ცნება:

ჟანრი

კომპოზიცია

კონტექსტი

სტრატეგიები

 

შედეგი: 3, 6, 8, 9, 11, 12

1, 2, 6, 8, 10, 11, 12

4, 6, 11, 12

11, 12

დავალების პირობა

მოირგეთ ჟურნალისტის როლი და ჩამოართვით გადასახლებულ დიმიტრი ყიფიანს ინტერვიუ-დაუსვით 5-7 კითხვა და დაწერეთ სავარაუდო პასუხებიც.გაითვალისწინეთ, კითხვები უნდა ეყრდნობოდეს ტექსტში არაპირდაპირ მოცემულ ინფორმაციას,ასევე ავლენდეს ცოდნას რესპონდენტის ბიოგრაფიისას,ხოლო პასუხები უნდა ასახავდეს გმირის  თქვენეულ გაგებას.

წერისას დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები,პუნქტუაციის წესები.

 

ნაშრომში:

ü   გაითვალისწინეთ ინტერვიუს ჟანრობრივი მახასიათებლები;

ü   წარმოაჩინეთ ეპოქის კონტექსტი, პერსონაჟის როლი და დამსახურება;

ü   გამოკვეთეთ დიმიტრი ყიფიანის დამოკიდებულება მონატრებული სამშობლოსადმი, მისი ფიქრები, განცდები, ფასეულობები;

ü  ასახეთ  ავტორის მთავარი სათქმელი.

 

 

ნაშრომის წარდგენისას ისაუბრეთ:

·         რატომ ფიქრობთ,რომ თქვენ მიერ შესრულებული ნაშრომი ინტერვიუა(ჟანრი);

·         რა მინიშნებებს დაეყრდენით, რამდენად შეძელით პერსონაჟის ხედვის კუთხიდან მოვლენების გაანალიზება,  როგორ წარმოჩნდა ეპოქის კონტექსტი თქვენს ნაშრომში (კომპოზიცია, კონტექსტი);

Ø  რა ხერხები დაგეხმარათ დავალების შესრულებაში?(სტრატეგიები)

რესურსები:

 

 

 

 

 

 

 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი -

მოთხრობის დაწერა მთხრობლის შეცვლით გ. შატბერაშვილის მოთხრობის ,,საუკუნო საგზალი“ მიხედვით.

სამიზნე ცნება:

ჟანრი

კომპოზიცია

 სტრატეგიები

 

შედეგი:

 3, 6, 8, 9, 11, 12)

1, 2, 6, 8, 10, 11, 12

11, 12

დავალების პირობა

 

 მოირგეთ გიგა ყიფშიძის როლი და, გ.შატბერაშვილის მოთხრობაში „საუკუნო საგზალი“ არსებული მინიშნებების გათვალისწინებით, გადმოეცით ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი მისი ხედვის პერსპექტივიდან ისე,რომ ასახავდეს პერსონაჟის თქვენეულ გაგებას.

წერისას დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები,პუნქტუაციის წესები.

 

ნაშრომში:

ü  მოვლენები წარმოაჩინეთ შერჩეული პერსონაჟის ხედვის პერსპექტივიდან;

ü  გამოკვეთეთ პერსონაჟის შინაგანი სამყარო-ემოციები,ფიქრები,სურვილები,ღირებულებები, ურთიერთობები  სხვა პერსონაჟებთან;

ü  გადმოეცით, როგორ მიემართება ეს პერსონაჟი მწერლის მთავარ სათქმელს;

ü  დაიცავით მოთხრობის ჟანრობრივი მახასიათებლები: დასაწყისი, შუა ნაწილი, დასარული.

 

ნაშრომის წარდგენისას ისაუბრეთ:

·         .რატომ ფიქრობთ,რომ თქვენ მიერ შესრულებული ნაშრომი მოთხრობაა(ჟანრი);

·         .რა და როგორ შეიცვალა ნაწარმოებში მთხრობლის შეცვლით,რა დარჩა იგივე და რატომ(კომპოზიცია);

·         რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომზე მუშაობისას.(სტრატეგიები).

რესურსები:

 

 

 

საგანი  - ქართული ენა და ლიტერატურა

საკითხი - ანალიტიკური თხზულების დაწერა ნ.ბარათაშვილის,,ბედი ქართლისას“კონკრეტული ეპიზოდის მიხედვით.

სამიზნე ცნება:

კომპოზიცია

კონტექსტი

სტრატეგიები

 

შედეგი:

1, 2, 6, 8, 10, 11, 12

4, 6, 11, 12

11, 12

დავალების პირობა

 

 დაწერეთ ანალიტიკური თხზულება ნ. ბარათაშვილის პოემის „ბედი ქართლისა“  მოცემული ეპიზოდის (მეფისა და სოლომონის დიალოგი) მიხედვით. წარმოაჩინეთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე მდგარი ორი პერსონაჟის განსხვავებული თვალსაზრისი.

წერისას დაიცავით სალიტერატურო ენის ნორმები,პუნქტუაციის წესები.

 

ნაშრომში:

ü  წარმოაჩინეთ ნაწარმოებში აღწერილი ეპოქის მახასიათებლები;

ü  გამოკვეთეთ ორივე პერსონაჟის არგუმენტები წამოჭრილი საკითხის შესახებ და შეაფასეთ მათი წონა ერთმანეთთან მიმართებით;

ü  წარმოაჩინეთ პერსონაჟებისა და პოეტის მთავარი სათქმელის ურთიერთმიმართება.

ü  გამოკვეთეთ საკუთარი დამოკიდებულება პრობლემისადმი, თქვენი მოსაზრებები გაამყარეთ არგუმენტებითა და მაგალითებით;

ü  დაიცავით სამნაწილიანი სტრუქტურა: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა.

 

ნაშრომის წარდგენისას ისაუბრეთ:

·            რატომ ფიქრობთ,რომ თქვენ მიერ შესრულებული ნაშრომი ანალიტიკური თხზულებაა(კომპოზიცია);

·         როგორ დაგეხმარათ ეპოქის კონტექსტის ცოდნა ტექსტში წამოჭრილი პრობლემის გაანალიზებაში (კონტექსტი, კომპოზიცია);

·         რამდენად გამოკვეთეთ საკუთარი დამოკიდებულება ავტორის სათქმელსა და პერსონაჟებთან დაკავშირებით (კომპოზიცია);

·         რა ხერხები/სტრატეგიები გამოიყენეთ ნაშრომზე მუშაობისას.(სტრატეგიები).

რესურსები:

 

 

 

 

 




V კლასი






VI კლასი
VII კლასი
VIII კლასი
IX კლასი


გაკვეთილის თემატიკა
საათების
-ბა
ჩატარების დრო
რესურსები
აქტივობები და მეთოდები
მიზნები
მოსალოდნელი შედეგები
შეფასება (განმავითარებელი და განმსაზღვრელი)

შოთა რუსთაველი
,,ავთანდილის ანდერძი’’
მაღალი და დაბალი შაირი
6 სთ.
16.09-24.09
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.

გაკვეთილი-სემინარი; დისკუსია;მსჯელობა,კითხვების დასმა,თავისუფალი წერა;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX- 2,11,

კითხვა,ზეპირი პრეზენტაცია,
საშინაო დავალება.
განმსაზღვრელი და განმავითარებელი

გრამატიკული მასალა
1 სთ
20.09
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

ვაჟა-ფშაველა ,,ჩემი ვედრება’’
პარონიმები;გარითმვის ხერხები
3სთ.

25.09-30.09
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი.
მინი-ლექცია,მსჯელობა
პერიფრაზის წერა
მსჯელობის უნარის განვითარება

IX-1,12
ზეპირი პრეზენტაცია;
სავარჯიშოები.

გრამატიკული მასალა
1 სთ
27.09
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX- 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

ილია ჭავჭავაძე,,სარჩობელაზედ’’;
მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
5 სთ.
01.10-08.10
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,სემინარი,მსჯელობა;ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX-1,2,9
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
04.10
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

შემაჯამებელი სამუშაო N1
1სთ.
09.10






ვაჟა-ფშაველა ,,კაი ყმა’’;
მთავარი აზრისა და დამხმარე დეტალების ამოცნობა; ასტროფია
3 სთ.
10.10-15.10
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,სემინარი,მსჯელობა;ძიებითი კითხვის სტრატეგია;
მსჯელობის უნარის განვითარება,განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით ჩამოყალიბება.

IX-2,10
ზეპირი პრეზენტაცია;
განმავითარებელი

გრამატიკული მასალა
1 სთ
11.10
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

არსენ იყალთოელი,,დავით აღმაშენებლის ეპიტაფია’’
ტექსტის პერიფრაზირება;
ეპიტაფია.
1სთ.
16.10
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი.კომპიუტერი, პროექტორი.
მინი-ლექცია,სემინარი,კითხვის სტრატეგია;
მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებაზე
IX -3,7
კითხვა,ზეპირი პრეზენტაცია,
საშინაო დავალება
ანა კალანდაძე,,ფეხი დამადგით’’;დეტალებზე დაკვირვება და დასკვნის გამოტანა;სტილიზაცია.
1 სთ.
17.10
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,სემინარი,მსჯელობა;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX 1,3,11
ზეპირი პრეზენტაცია;



შოთა ნიშნიანიძე,,ცოტნე დადიანი’’;
რთული სიტყვები;
1სთ.
21.10
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,სემინარი,მსჯელობა;ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX- 7,9
კითხვა,ზეპირი პრეზენტაცია;
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
18.10
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

გიორგი შატბერაშვილი,,სუკუნო საგზალი’’
5  სთ.
22.10-29.10
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,სემინარი,მსჯელობა;ძიებითი
გამოუმუშაოს მსჯელობის უნარის განვითარება
IX -2,9
ზეპირი პრეზენტაცია;


გრამატიკული მასალა
1 სთ
25.10
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

ივანე ზურაბიშვილი,,გაბრიელ ეპისკოპოსი’’;ავტობიოგრაფიული ტექსტი;
4 სთ.
30.10-05.11
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.კომპიუტერი, პროექტორი
გაკვეთილი-სემინარი; დისკუსია;მსჯელობა,კითხვების დასმა.
მსჯელობის უნარის განვითარება
მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.
IX  6,,9.

კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

შემაჯამებელი სამუშაო N2
1 სთ
31.10






რეზო თაბუკაშვილი,,საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი’’;
ბიოგრაფიული ტექსტი;
უცხო სუფიქსებით წარმოქმნილი ქართული სიტყვები
5სთ.
06.11-13.11
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
ინტერნეტ საიტი www.google.ge
გაკვეთილი-სემინარი; დისკუსია;მსჯელობა,კითხვების დასმა,თავისუფალი წერა;

მსჯელობის უნარის განვითარება
მხატვრული და არამხატვრული ტესტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
IX  6,7,10
 კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება


გრამატიკული მასალა
1 სთ
08.11
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

ნიკო ლორთქიფანიძე ,,გული’’,
,,საშობაო მინიატურები’’,
,,ლიტერატურული საღამო’’.
3 სთ.
14.11-19.11
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,სემინარი,მსჯელობა;ძიებითი
მსჯელობის უნარის განვითარება,ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება.

IX  6,7,8.
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
15.11
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

აკაკი წერეთელი,,განთიადი’’;
მხატვრული სახე.
3 სთ
20.11-26.11
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი,კითხვითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 6,7,8.
ზეპირი პრეზენტაცია;


შემაჯამებელი სამუშაოN3

21.11






მიხეილ ჯავახიშვილი
,,მიწის ყივილი’’;რა განაპირობებს არაერთგვაროვნებას?
ანალოგია
5 სთ.
27.11-04.12
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
მსჯელობის უნარის განვითარება
IX  2,6,,8
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
29.11
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

გალაკტიონ ტაბიძე,,მამული’’
1 სთ.
05.12
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,მსჯელობა
პერიფრაზის წერა
გამოუმუშაოს კითხვითი ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX -6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;


ოთარ ჭილაძე,,ადამიანი გაზეთის სვეტში’’;
შესიტყვების ინვერსია და მისი გამოყენება მხატვრულ ტექსტში
4 სთ.
09.12-12.12
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX-3,4,11
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
06.12
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

შემაჯამებელი სამუშაოN4
1 სთ
13.12






ნუგზარ შატაიძე
,,მოგზაურობა აფრიკაში’’
თემის განსაზღვრა;
ჟარგონი.
I სემესტრის დასასრული
4 სთ.
16.12-20.12
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

IX-1,2.9
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
20.01
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები

იოანე მინჩხი,,ჟამნი ჩუენნი’’
ძველი ქართული სასულიერო პოეზია.ჟანრის სპეციფიკის გათვალისწინება.
2 სთ.
21.01-22.01
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,მსჯელობა
პერიფრაზის წერა
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 6,7.
ზეპირი პრეზენტაცია;
განმსაზღვრელი

გრამატიკული მასალა
1 სთ
23.01
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

ბესარიონ გაბაშვილი
,,ტანო ტატანო’’
ლექსის რიტმული თავისებურების გათვალისწინება
2 სთ.
24.01-27.01
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,მსჯელობა
პერიფრაზის წერა
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;


ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,საყურე’’    ,,არ უკიჟინო’’
ლექსის საჭიროებით გამოწვეული ენობრივი დარღვევები.
2 სთ.
28.01-29.01
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;


გრამატიკული მასალა
1 სთ
30.01
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

გალაკტიონ ტაბიძე
,,რაც უფრო შორს ხარ’’
1 სთ.
31.01
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;

გრიგოლ ორბელიანი 
,,ჰე,მამულო’’
ტროპები
2 სთ.
03.02-04.02
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მინი-ლექცია,მსჯელობა
პერიფრაზის წერა
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;

შემაჯამებელი სამუშაო N1

05.01






ვალერიან გაფრინდაშვილი
,,სენტიმენტალური ტრიოლეტი’’
2 სთ.
06.02-07.02
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;



პაოლო იაშვილი,,დარიანული’’
ალიტერაცია და ასონანსი;
ლიტერატურული კონტექსტების გათვალისწინება.
1 სთ.
10.02
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;



გრამატიკული მასალა
1 სთ
11.02
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

მირზა გელოვანი,,ნუ მწერ’’
ზუსტი და არაზუსტი რითმა;
2 სთ.
12.02-13.02
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;



ლადო ასათიანი
,,სპარსელ ასულს’’
3 სთ.
17.02-19.02
სახელმძღვანელო,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
მსჯელობის უნარის განვითარება
IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;


გრამატიკული მასალა
1 სთ
14.02
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

ანა კალანდაძე
,,მოდიოდა ნინო მთებით’’
2 სთ.
20.02-21.02
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;



აკაკი წერეთელი,,კუდაბზიკეთი’’
სატირა და იუმორი;სატირული ინტონაციის ამოცნობა;სიტყვის ეტიმოლოგია.
4 სთ.
24.02-27.02
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი,რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა; ტექსტის გააზრება-გაანალიზება
IX  2,3,6
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
28.02
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

შემაჯამებელი სამუშაო N2

04.03






რეზო ჭეიშვილი ,,ნობელი’’
4 სთ.
05.03-10.03
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი, რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;

IX  2,3.
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
14.03
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

სულხან-საბა ორბელიანი ,,მოტირალი და მოცინარი’’
იუმორისტული ინტონაციის ამოცნობა; სატირა და იუმორი;
4 სთ.
11.03-17.03
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი, რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
მსჯელობის უნარის განვითარება
 IX 1,2,13.
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

გრამატიკული მასალა
1 სთ
18.03
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

ლეონტი მროველი ,,მოქცევა მირიან მეფისა’’,
ტექსტის პერიფრაზირება;ენის ისტორია
8 სთ
19.03-10.04
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი, რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
მსჯელობის უნარის განვითარება
IX -3,12
კითხვა,თხრობა
საშინაო დავალება

შემაჯამებელი სამუშაო N3

27.03






დავით გურამიშვილი,,დავითიანი’’ (ნაწყვეტები) ავტობიოგრაფიული ტექსტი;ძველისა და ახლის თანაარსებობის მაგალითები;
5 სთ.
11.04-23.23.04
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი, რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 6,7,8.
ზეპირი პრეზენტაცია;

გრამატიკული მასალა
1 სთ
24.04
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

ნიკოლოზ ბარათაშვილი
 ,,ბედი ქართლისა’’ისტორიული კონტექსტის გამოყენება;
შეხვედრა პოეტთან;
8 სთ
25.04-13.05
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი, რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX 1,11,12
ზეპირი პრეზენტაცია;

გრამატიკული მასალა
1 სთ

07.05

მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

შემაჯამებელი სამუშაოN4
1 სთ
08.05






კოლაუ ნადირაძე ,,25 თებერვალი’’
ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება
2 სთ
14.05-15.05
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი, რვეული,კალამი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
გამოუმუშაოს წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურა;
IX-6,7,8
ზეპირი პრეზენტაცია;

გრამატიკული მასალა
1 სთ
16.05
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

კონსტანტინე გამსახურდია ,,დიდი იოსები’’
6 სთ
19.05-29.05
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;
მსჯელობის უნარის განვითარება
IX-1,7,9
კითხვა,თხრობა

გრამატიკული მასალა
1 სთ
30.05
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

გრამატიკული მასალა
1 სთ
02.06
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

ჭაბუა ამირეჯიბი ,,მოსე ზამთარაძის ნაამბობი’’

6 სთ
03.06-10.06
სახელმძღვანელოდაფა,ცარცი.
მსჯელობა, ძიებითი კითხვის სტრატეგია;

მსჯელობის უნარის განვითარება
IX-1.10
კითხვა,თხრობა

გრამატიკული მასალის შეჯამება
2 სთ
11.06-12.06
მოსწავლის რვეული,დაფა,ცარცი,კალამი.
გრამატიკის რვეულზე და დაფაზე მუშაობა.
წერის უნარის განვითარება.
IX 12
კითხვა,წერა,საშინაო დავალება.სავარჯიშოები.

შემაჯამებელი სამუშაოN5
1 სთ
04.06






დარჩენილი სარეზერვო საათები დაეთმობა განვლილი მასალის გამეორებას.










X კლასი
XI კლასი
XII კლასი

No comments:

Post a Comment