Sunday, June 4, 2023

სსიპ 29-ე საჯარო სკოლის კათედრის დებულება

 დამტკიცებულია 
სსიპ 29-ე საჯარო სკოლის დირექტორის 
2023 წლის -- ------------ N---- ბრძანებით 
სსიპ 29-ე საჯარო სკოლის კათედრის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს, ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, საჯარო სკოლის წესდების, შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.
მუხლი 2. კათედრის მიზნები და ამოცანები:

2.1 სწავლის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკაში დანერგვა;

2.2 სახელმძღვანელოების, სასწავლო რესურსების შერჩევა;

2.3 დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტური გამოყენება;

2.4 სასწავლო პროგრამის შემუშავება;

2.5 პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;

2.6 პედაგოგთა პროფესიული განვითარება;

მუხლი 3. კათედრის წევრობა

3.1. სსიპ 29-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები ვალდებულნი არიან საგნობრივი ჯგუფის მიხედვით გაერთიანდნენ შესაბამის კათედრაში. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე;

3.2. თუ ერთი მასწავლებელი ასწავლის სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებს, ასეთი მასწავლებელი შედის შესაბამისად რამდენიმე კათედრაში;

3.3. კათედრა იკრიბება სასწავლო წლის მანძილზე მინიმუმ ოთხჯერ (სემესტრში ორჯერ), კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

3.4. კათედრის რიგგარეშე სხდომის ჩატარება ხდება, საჭიროების შემთხვევაში კათერდის წევრთა 1/3-ის მოთხოვნით;

3.5 რიგგარეშე სხდომის შესახებ კათედრის წევრები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ გონივრული ვადით ადრე, განსახილველი საკითხების მითითებით;

3.6. რიგგარეშე სხდომის მოწვევის ორგანიზება ევალება კათედრის თავმჯდომარეს.

მუხლი 4. კათედრის წევრის უფლებები და მოვალეობები

4.1. კათედრის წევრს უფლება აქვს:

4.1.1. აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ;

4.1.2. კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ხმის უფლებით;

4.1.3 შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

4.1.4 მონაწილეობა მიიღოს კათედრის სამუშაო გეგმის შემუშავებაში;

4.2. კათედრის წევრი ვალდებულია:

4.2.1. დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი: ავადმყოფობა, ოჯახური მიზეზი და ა.შ.);

4.2.2. მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელობის, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევაში;

4.2.3. იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

4.2.4. მონაწილეობა მიიღოს სწავლების ახალი მეთოდების დანერგვაში;

4.2.5. იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე.

მუხლი 5. კათედრის ფუნქციები

კათედრის ფუნქციებია:

5.1 საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;

5.2 რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით.

5.3 კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;

5.4 საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა;

5.5 სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);

5.6 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;

5.7 თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა;

მუხლი 6. კათედრის თავმჯდომარის არჩევის წესი

6.1 კათედრის თავმჯდომარეს ერთი სასწავლო წლის ვადით ირჩევენ კათედრის წევრები, სასწავლო წლის დასაწყისში ფარული კენჭისყრით;

6.2 კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს.

მუხლი 7. კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები

კათედრის თავმჯდომარე:

7.1 უძღვება კათედრის სხდომებს და ხელს აწერს სხდომის ოქმებს;

7.2 სემესტრში ერთხელ ამზადებს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, კათედრის სხდომაზე წარსადგენად;

7.3 კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესუბულ პირს.

7.4 უზრუნველყოფს კათედრის სხდომების ორგანიზებას და დროული ჩატარებას;

7.5 უზრუნველყოფს კათედრის სამუშაო გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;

7.6 უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებას და განვითარებისთვის სხვადასხვა ღონისძიების (ინტეგრირებული გაკვეთილები, ღია გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;

7.7 კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოს ფუნქციების ეფექტურად გადანაწილებას კათედრის წევრთა შორის;

7.8 წარუდგენს წინადადებას და რეკომენდაციებს (წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ) სკოლის დირექციას;

7.9 ხელს უწყობს კათედრებს შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას;

7.10 აწარმოებს კათედრის დოკუმენტაციას.

მუხლი 8. კათედრის სხდომა და გადაწყვეტილების მიღების წესი

8.1 კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ კათედრის სხდომას ესწრება კათედრის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3;

8.2 კათედრის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით;

8.3 ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კათედრის თავმჯდომარის ხმა;

8.4 საგნობრივი კათედრის მიერ ჩატარებული თითოეული სხდომა უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ოქმით;

8.5 საგნობრივ კათედრაზე შესაძლებელია შედგეს სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა.

მუხლი 9. კათედრის დებულების დამტკიცება და ცვლილლების შეტანა

9.1 სკოლის კათედრის დებულებას შეიმუშავებს და ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

9.2 სკოლის კათედრის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

No comments:

Post a Comment